გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა

center
გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა არის ტერმინი, რომელიც აღწერს სექსუალური მიზიდულობის ფენომენს ახლო ნათესავებს შორის. ახლო ნათესავები შეიძლება იყვნენ დედმამიშვილები (მაგ. და-ძმა) ახლო ბიძაშვილები, შორეული ბიძაშვილები და აშ. გენეტიკური სექსუალური მიზიდულობის ფენომენი აღმოცენდება მაშინ, როდესაც ახლო ნათესავები ერთმანეთს ხვდებიან, ზრდასრულობაში. ასეთ შემთხვევაში დედმამიშვილები ერთად (ერთ ოჯახში) გაზრდილები არ უნდა იყვნენ. გენეტიკური მიზიდულობის ცნება პოპულარული გახდა 1980 იანი წლებიდან აშშ. ში ბარბარა გონიოს კვლევების შედეგად.

რეალურად მცირეა იმის ალბათბა, რომ ნაშვილები დედმამიშვილები ერთმანეთს შეხვდნენ, არ იცოდნენ ამის შესახებ და შემდგომ მათი ურთიერთობა გაგრეძელდეს სხვა ფორმით, თუმცა ასეთ შემთხვევებიც ხდება და ინცესტს აქვს ადგილი. ამ ფორმის სექსუალური ურთიერთობის შემდგომ თუ ცნობილი გახდა ამ ადამიანებისთვის სიმართლე, შესაძლოა ორივე მხარე ძლიერ დასტრესილი დარჩეს.

გენეტიკური სექსუალური მიზიდულობის საპირისპირო ცნებაა უკუ სექსუალური იმპრინტინგი (reverse sexual imprinting)- ამ ფენომენის არსი შემდგომში მდებარეობს: თუ ადამიანები ადრეულ ასაკში გაიზრდებიან ერთად, მაშინ შემდგომში ხდება მათი სექსუალური დესენსიტიზება. მარტივად, რომ ვთქვათ ასეთ ადამიანებს სექსუალურად ერთმანეთი არ აღაგზნებთ. ამ ფენომენს ვესტერმარკის ეფექტი ჰქვია.

გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა ძალიან იშვიათად შეიძლება განვითარდეს ერთად გაზრდილ ადამიანებს შორისაც.

არსებობს რამოდენიმე ფაქტორი რითაც გენეტიკური მიზიდულობა აიხსნება: ადამიანები ძირითადად აფასებენ სხვა ადამიანების სახეს საკითარის მსგავსების მიხედვით, ამიტომ მსგავსი ნაკვთები უფრო მომხიბვლელად ეჩვენებათ და მათთვის უფრო ნდობის ღირსია ვიდრე საშუალო. ასევე მნიშვნელოვანია სხვა მემკვიდრული ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ მსგავსებებს, რომლებიც გამოვლინდება სხვადასხვა გარემოებების მიუხედავად. ასევე ასეთ ადამიანებს უვითარდებათ საერთო ინტერესები და პიროვნული მახასიათებლები რაც დამატებით აძლიერებს მიზიდულობას. Bereczkei (2004) -ის მიხედვით მსგავსი პროცესები მნიშვნელოვანია შვილის და საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ იმპრინტინგის განვითარებისთვის. გენეტიკური და ფიზიკური მსგავსება არა მარტო სექსუალური მიზიდულობის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს, არსებობს ჰიპოთეზები, რომ ეს მსგავსებები უზრუნველყოფს მშობლის და შვილის სიახლოვეს (ხშირ შემთხვევაში მშობელმა შეიძლება შვილში ამოიცნოს საკუთარი თავი).
რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 1829 | დაამატა: nikucha | ტეგები: და-ძმის სექსი, ვესტერმარკის ეფექტი, გენეტიკური სექსუალური მიზიდულობა, გენეტიკური სექსუალური მოხიბვლა, სექსი ახლ, ბიძაშვილებს შორის ქორწინება, ინცესტი
სულ კომენტარები: 2
2 Constanza  
0 Spam
Great hammer of Thor, that is powrefully helpful!

1 MaRiaMoOo  
0 Spam
magari ver vitan roca axloblebs shorisaa seqsualuri urtiertobebi

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...