გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

მედუზის უჯრედები გამოიყენება სიმსივნის დიაგნოსტიკისთვის

center
ინგლისელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მედუზის ფლუორესცენციულ უჯრედებს შეუძლიათ სიმსივნის დიაგნოსტირება ადრეულ სტადიაზე. კვლევებში მეცნიერებმა გამოიყენეს იმ უჯრედთა ცილა, რომელთა საშუალებითაც მედუზები ანათებენ სიბნელეში. პროფესორი ნორმან მეიტლანდი, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ კვლევას, აცხედებს, რომ ეს აღმოჩენა წარმოადგენს რევოლუციას სიმსივნის დიაგნოსტიკაში.

მანათობელი ცილა – „ჩვენ გამოვიმუშავეთ პროცესი, რომლის დროსაც მედუზას მანათობელი უჯრედებისგან მიღებული ცილები, ინერგება ადამიანის ორგანიზმის სივსივნურ უჯრედებში. შემდეგ სპეციალური კამერებით ანათებენ ამ ფლუორესცენტულ ცილებს, რაც იძლევა საშუალებას დადგინდეს სიმსივნური უჯრედების ზუსტი ლოკალიზაცია დაავადების ადრეულ სტადიაზე.“ აცხადებს პროფესორი ნორმან მეიტლანდი.

მეცნიერები ვარაუდობენ , რომ აღნიშნული პროცესის კლინიკური გამოცდა დაიწყება მომავალი 5 წლის განმავლობაში. ერთ– ერთი პრობლემა, რომელმაც შეიძლება გაახანგრძლივოს დიაგნოსტიკის ახალი მეთოდის დადგენა, არის სპეციალური კამერები. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ამერიკული კომპანია აწარმოებს კამერებს, რომლებიც სიბნელეში მედუზის ფლუორესცენტული უჯრედის ცილის დანახვის საშუალებას იძლევიან. ეს კამერა დაახლოებით 800 000 დოლარი ღირს.

მასალა მოპოვებულია: Медицинские новости

რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 1351 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, medgeo.net, მედუზა, diagnostika, med-doctor.net, მედუზები, simsivne, medicina, MEDUZA, meduzebi
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...