გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

როგორ შევავსოთ სითხის დანაკარგი სიცხეში

center
ცხელ ამინდში ადამიანის ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს. ეს არის კომპენსატორული რეაქცია რომელიც იცავს სხეულს გადახურებისგან, მაგრამ ამავე დროს იქმნება რთული მდგომარეობა უჯრედების ფუნქციონირებისთვის. ხშირად შესაძლებელია განვითარდეს გაუწყლოება და სითბური დაკვრა.

ექიმები გვაფრთხილებენ, რომ დაკარგული სითხის რაოდენობა აუცილებლად უნდა იყოს აღდგენილი. სითხის დღიური აუცილებელი რაოდენობა ზრდასრული ორგანიზმისთვის არის 40მლ/კგ, ხოლო ბავშვებისთვის 120-150 მკ/კგ.

სითხის ამ რაოდენობის მესამედს ადამიანი იღებს საკვებიდან, ხოლო დანარჩენი უნდა მიიღოს წყლის სახით. ცხელ ამინდში სითხე უნდა მიიღოთ მთელი დღის განმავლობაში საჭირო რაოდენობით.

ყველაზე მართებული არის ჩვეულებრივი წყლის დალევა. გაითვალისწინეთ, რომ სიცხეში ორჯერ მეტი რაოდენობით წყალია საჭირო ვიდრე გრილ ამინდში.
რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 1521 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, sickhe, sitkhe, სითხის დანაკარგი, როგორ შევავსოთ სითხის დანაკარგი სიც, სიცხე, medicina, როგორ, სითხე, rogor
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...