გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ვაგინიტი / vaginitis

center
ვაგინიტი არის საშოს ანთება, რომელიც უმეტეს წილად გამოწვეულია ინფექციური აგენტებით. ვაგინიტის ძირითადი სიმპტომებია: გამონადენი საშოდან, ქავილი, წვის შეგრძნება. გამოყოფენ ვაგინიტის სამ ძირითად გამომწვევს: 1) ბაქტერიული ვაგინოზი – იწვევს გარდნერელა. 2) კანდიდიაზი - იწვევს კანდიდა ალბიკანსი. 3) ტრიქომონიაზი – გამომწვევი ტრიქომონა ვაგინალისი.

შესაძლებელია ვაგინიტი გამოწვეული იყოს რამოდენიმე გამომწვევით ერთდროულად, ამ სამთაგან კომბინაციაშიც კი.

სიმპტომები:
გენიტალიების გაღიზიანება და ქავილი;
ანთება (გაღიზიანება, სიწითლე, შეშუპება).
გამონადენი საშოდან;
არასასიამოვნო სუნი საშოდან;
ტკივილი სექსის დროს.

ვაგინიტი გავრცელებულია თითქმის ყველა ასაკის ქალში და საკმაოდ ხშირი მდგომარეობაა.

ვაგინიტების 90 % ინფექციური წარმომავლობისაა, ხოლო დანარჩენი 10 სხვა მიზეზებით, მაგ. ალერგია.

მიზეზები:
კანდიდიაზი (კანდიდა ალბიკანსი)
ბაქტერიული ვაგინოზი ( გარდნერელა)
გონორეა (ნეისერია გონორეა)
ქლამიდია (ქლამიდია ტრაქომატისი)
მიკოპლაზმია
ჰერპესი
კამპილობაქტერი
ჰიგიენის დაუცველობა
პარაზიტები განსაკუთრებით ტრიქომონა.

ვაგინიტი ხშირად გამოწვეულია რამოდენიმე სხვადასხვა ინფექციური აგენტით ერთდროულად.

ვაგინიტი პრეპუბერტატულ ასაკში ხშირად გამოწვეულია ბაქტერიული ვაგინოზით – სტრეპტოკოკის ჯგუფის სახეობის ბაქტერიებით. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენის დაუცველობით გამოწვეული ინფექციები, რომელიც გამოწვეულია ანუსიდან ბაქტერიების საშოში მოხვედრით.

პატარა ასაკის გოგონებში ნაკლებ მოსალოდნელია სოკო ვინაიდან ამ ასაკში საშოს PH არ არის მიმღები და ხელშემწყობი სოკოს ზრდისთვის.

ვაგინიტი შეიძლება გამოიწვიოს ალერგიულმა რეაქციებმაც, უცხო სხეულებმა, ძირითადად პრეზერვატივი და ტამპონები, როგორც წესი მათი გამოღება საკმარისია და დამატებით მკურნალობას არ საჭიროებენ.

ვაგინიტის მკურნალობა ხდება გამომწვევი მიზეზის შესაბამისად.
რეიტინგი: 4.7/3
Счетчики: 5632 | დაამატა: nikucha | ტეგები: არასასიამოვნო სუნი, გამონადენი საშოდან, თეთრი გამონადენი, ვაგინიტი, საშოს სუნი, ხაჭოსებრ, მყრალი სუნი, ყვითელი გამონადენი., სუნი საშოდან, საშოს აბთება
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...