გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

დერმატოლოგია >> კანის ანატომია

center
ეპიდერმისი, დერმა და გარკვეული დანამატები (ცხიმოვანი, საოფლე ჯირკვლები,
სპეციალური სტრუქტურები ფრჩხილებისა და თმებისათვის-ფოლიკულები და სხვ.).ეპიდერმისს გააჩნია ოთხი შრე:ყველაზე ქვედა ფენა არის ბაზალურ უჯრედოვანი, მას
მოჰყვება წვეტიანი ანუ მალპიგის შრე, შემდეგ გრანულარული შრე, რომელიც შეიცავს კერატოჰიალინის გრანულებს და ბოლოს კერატინის (პროტეინის) შრე. ეპიდერმისის
უჯრედების ტიპებია: კერატინოციტი, მელანოციტი, ლანგერჰანსის უჯრედები, მარკელის უჯრედები. ეპიდერმისი დერმისაგან განცალკევებულია მემბრანით. არტერიები და ვენები განლაგებულია კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში. სტეროიდები დერმატოლოგიურ პრაქტიკაში სტეროიდები ადვილად პენეტრირდება უჯრედის მემბრანაში და აღწევს რეცეპტორების ციტოპლაზმაში, რის გამოც ტოპიკურ სტეროიდებს ხშირად იყენებენ დერმატოლოგიურ პრაქტიკაში.

გვერდითი მოვლენები:
• პერიორალური დერმატიტი და როზაცეა;
• ინფექციები;
• თირკმელზედა ჯირკვლის სუპრესია;
• ლოკალური გვერდითი მოვლენები-ტელეანგიექტაზიები, ეპიდერმული, დერმული,
კანქვეშა ატროფიები, პურპურა და სხვ.
• ფოლიკულიტები;
• გლაუკომა-თვალის ირგლივი აგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას;
• ალერგიული რეაქციები- იშვიათად
როგორ ავიცილოთ თავიდან სტეროიდების ხმარებასთან დაკავშირებული ხშირი
პრობლემები?
• გამოიჩინეთ სიფრთხილე სახის არეში პრეპარატის გამოყენებისას.
• არასოდეს არ გამოიყენოთ სტეროიდები ექიმის დანიშნულების გარეშე;
• არ შეიძლება ინფექციების მკურნალობა სტეროიდებით. წინააღმდეგ შემთხვევაში
გამოიწვევთ პროცესის გააქტიურებას.
• სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებამ: შეიძლება გამოვწვიოს თირკმელზედა
ჯირკვლის უკმარისობა;
• სტეროიდების ნაოჭების (ნაკეცების) არეში გამოყენებისას ძალიან ხშირია ადგილობრივი
გვერდითი მოვლენები;
• საჭიროა განმეორებითი შეფასება იმ პაციენტების მდგომარეობა, რომლებიც საჭიროებენ
რეგულარულად და ხანგრძლივად წამლის დანიშვნას.
რეიტინგი: 3.8/4
Счетчики: 3054 | დაამატა: nikucha | ტეგები: ჯირკვლის, epidermisi, medicina, თირკმელზედა, სტეროიდები, kanis movla, skin care, დერმატოლოგიურ, კანქვეშა, ეპიდერმისი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...