როგორ ვებრძოლოთ სიმელოტეს
თუ მამაკაცი ხართ და თმა გცვივათ, ხოლო დედის, ან მამის, მხრიდან მელოტი ნათესავები გყავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი სიმალოტე მემკვიდრეობითია. მას მამაკაცის ტიპის გამელოტება ეწოდება. სიმელოტე ხელისგულისხელაა, გვერდებიდან და კეფაზე თმები აკრავს. ეს მდგომარეობა დამახასიათებელია 40% ორმოც წელს გადაცილებული, 50% ორმოცდაათ წელს გადაცილებული და 60% სამოც წელს გადაცილებული მამაკაცისთვის.
სიმელოტის საწინააღმდეგო საშუალებები მრავალფეროვანია: პარიკით დაწყებული და კანის გადანერგვით (კანის მელოტი უბნის შეცვლა თმის ფოლიკულების შემცველი კანით) დამთავრებული. სანამ მკურნალობის რთული ხერხი არ აგირჩევიათ, სცადეთ ეს ნაკლებ ეგზოტიკური საშუალებები. თმა მოკლედ შეიჭერით. არ გაიზარდოთ დარჩენილი თმა და შეეშვით მათ გადავარცხნას სიმელოტის დაფარვის მიზნით. მოკლედ შეჭრილი თმა უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება და არ არღვევს თქვენი სახის პროპორციებს. გარდა ამისა, მოკლე თმა საშუალებას მოგცემთ თმას და სკალპს უკეთ მოუაროთ. ეს მნიშვნელოვანია ორი მიზეზის გამო: პირველი სუფთა თმა უფრო ხშირად გამოიყურება, მეორე ,,ჰორმონი დიჰიდროტესტოსტერონი პასუხისმგებელია სიმელოტეზე, ამბობს დერმატოლოგი, მედიცინის დოქტორი კარენ ბერკე. შამპუნით ხშირი დაბანა ამცირებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციას, რომელიც შეიცავს ტესტოსტერონის დიდ რაოდენობას. ტესტოსტერონი დიჰიდროტესტოსტერონად გადაიქცევა. ის აღწევს კანში და ხელს უწყობს თმის ცვენას". თმა სხვა მხარეს გადაიწიეთ. ,,შხაპის შემდეგ მსუბუქად შეიმშრალეთ თმა პირსახოცით. თუ ჯერ კიდევ სველია, თმა სხვა ადგილას გაიყავით~, გირჩევთ ჯორჯ რობენსონი, პარიკმაჰერი მანჰეტენიდან. მაგალითად, თუ თმა სხვა ადგილას გაიყავით, ისინი ოდნავ აიწევა, რადგან თმის მიმართულება შეცვალეთ, ასე გამელოტებული ადგილი ნაკლებ შესამჩნევი გახდება. მოუშვით წვერი. ,,იქნებ წვერი ან ულვაშები მოუშვათ. ეს ადამიანების ყურადღებას თქვენი კინკრიხოდან წვერზე გადაიტანს~, ამბობს რობინსონი. შეიძინეთ პარიკი. ეს პრობლემის კიდევ ერთი მარტივი გადაწყვეტაა. პარიკი დაფარავს თქვენს ნაკლს. სინთეტიკური თმის პარიკები აქტიურმა, სპორტულმა მამაკაცებმა უნდა ატარონ, რადგან ასეთი პარიკები უკეთ არის დაცული ტემპერატურის და სინესტის ცვალებადობისგან, გარდა ამისა, მათი სისუფთავის დაცვაც უფრო ადვილია. ნატურალური თმის პარიკები თავდაპირველად უკეთ გამოიყურება, მაგრამ ასეთი პარიკის თმის ღერები დროთა განმავლობაში მტვრევადი ხდება, რადგან პარიკის დამზადებისას თმები ძლიერ დამუშავებას განიცდიან. უკეთესი იქნება, თუ ორივე ტიპის პარიკს გამოიყენებთ. უბრალოდ, უნდა იცოდეთ, რას ყიდულობთ. არ ღირს ისეთი პარიკის ყიდვა, რომლის მოვლას მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე თქვენი გამელოტებული ადგილის მოვლას. რა თქმა უნდა, პარიკი ყოველთვის სუფთა უნდა იყოს, მას ისე უნდა მოუაროთ, როგორც საკუთარ თმას. ატარეთ შინიონი. იქნებ შინიონი სცადოთ? ხელოვნური ან ნატურალური თმის შინიონი თქვენს თმას დაემატება და შესაძლოა მასთან დაკავშირებით ნაკლები პრობლემა გქონდეთ, ვიდრე პარიკთან. გაიკეთეთ თმის ტრანსპლანტაცია. თუ თავზე ცოტაოდენი თმა მაინც შეგრჩათ, შეგიძლიათ გაიკეთოთ თმის გადანერგვა. დერმატოლოგიის პროფესორი ალჩეკი ამტკიცებს, რომ თმის გადანერგვა 100%-ით წარმატებულია, მედიკამენტურ მკურნალობასთან შედარებით, საკუთარი თმის აღდგენის ეს უფრო სწრაფი და ეფექტური ხერხია. თმის გადანერგვა უკვე რამდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს. თმიანი კანის უბნები ქირურგიული გზით გადაინერგება მელოტ უბნებზე. ერთი-ორი კურსის შემდეგ საკმაოდ ბევრ თმას გადაგინერგავენ (150 კანის უბანი, თითოეულზე 15 თმის ღერია. ერთი კურსის ჩატარებას 2 საათი სჭირდება. კურსი ოთხ თვეში ერთხელ ტარდება). დაეხმარე საკუთარ თავს. თუ ოცი-ოცდაათი წლის ხართ და ბოლო ხუთ წელიწადში თმა შეგითხელდათ, ან გამელოტებული ადგილის დიამეტრი ხუთ სანტიმერს არ აღემატება, შეიძლება გიშველოთ ,,მინოქსიდილმა~ სიმელოტის საწინააღმდეგო მშვენიერი საშუალება. ,,მინოქსიდილი~, აფართოებს სკალპის სისხლძარღვებს და ასტიმულირებს ფოლიკულებს. სამწუხაროდ, ის სასწაულებს არ ახდენს. ,,მინოქსიდილი~ ვერაფერს გახდება თქვენს სიმელოტესთან, მასზე ახალი თმა არ ამოვა. ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ამ პრეპარატის მოქმედება ძირითადად მიმართულია თმის ცვენის ინტენსივობის შესაჩერებლად და არა ახალი თმების გასაზრდელად ის ასტიმულირებს არსებულ ფოლიკულებს, რათა ისინი უფრო აქტიურნი გახდნენ. მოცემულ შემთხვევაში წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენი ფოლიკულაა დარჩენილი და რამდენად კარგად რეაგირებენ ,,მინოქსიდინის~ მოქმედებაზე. წამალი თავზე უნდა წაისვათ დღეში ორჯერ (ერთი პროცედურა 30-60 წამი გრძელდება), მაგრამ თუ შეწყვეტთ პრეპატარის გამოყენებას, დაკარგავთ ყველა თმას, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში შეგემატათ. რას ფიქრობენ ქალები. სამწუხაროა, რომ ქალებიც დაზღვეულნი არ არიან თმის შეთხელებისგან, ან გამელოტებისგან. ასეც უნდა ხდებოდეს, რადგან ასაკის მატებასთან ერთად ხდება თმის შეთხელება. ამაში თავისი წვლილი შეაქვს მემკვიდრეობით ფაქტორს, მენოპაუზას, სამკურნალო პრეპარატებს, ავადმყოფობას, სტრესს, ან ფიზიკურ ტრავმას, რომელიც შეიძლება ქალის თმაზე აისახოს. ამიტომ თავიდან სცადეთ გაარკვიოთ, რაშია საქმე. ამისთვის, რაც შეიძლება სწრაფად, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, სამკურნალო პრეპარატების და ცხოვრების ფაქტორების შეცვლამ შეაჩეროს თმის ცვენა. იცოდეთ, რომ ქალს საკმაოდ იშვიათად აქვს ეს პრობლემა, მაგრამ თუ ეს მაინც დაგემართათ, ამ თავში მამაკაცებისთვის განკუთვნილი ყველა რჩევა, სასარგებლოა სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვისაც. თმის გადანერგვამ ან ,,მინოქსიდილმა~ შეიძლება გადაჭრას თქვენი პრობლემა, მაგრამ მანამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან. სხვა ვარცხნილობა დაგეხმარებათ დამალოთ ეს ნაკლი. აი, კიდევ რამდენიმე რჩევა, თმის ცვენის შესაჩერებლად, ან ნაკლის დასაფარად. შეასუსტეთ მოქმედება თმაზე. დერმატოლოგები გირჩევენ თმა მაგრად არ შეიკრათ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თხელი და მტვრევადი თმა გაქვთ. ეცადეთ ძლიერად არ დავარცხნოთ, არ აიჩეჩოთ და არ დაიხვიოთ. არასასურველია, ასევე, თმის გაუფერულება და შეღებვა ძლიერი ქიმიური პრეპარატებით. ,,არ დაიხვიოთ სველი თმა ბიგუდებზე, გირჩევთ ექიმი გუდმენი. როდესაც თქვენი თმა გაშრება, ის შეიკუმშევა და შეიძლება დაზიანდეს თმის ფოლიკულები, რაც თავის მხრივ, თმის ცვენას გამოიწვევს~. მიეცით თმას დასვენების საშუალება. გარდა ამისა, რაც უფრო ნაკლებად ხართ დაკავებული საკუთარი თმებით, მით მეტი დრო დაგრჩებათ სხვა საქმეებისთვის. ლუდი სასარგებლოა თმებისთვის. ნიუ-იორკელი თმის დიზაინერი ჰარი ლედი ამტკიცებს, რომ ლუდი მშვენიერი საშუალებაა თქვენი თმისთვის. უსიამოვნო სუნზე არ ინერვიულოთ. მას შემდეგ, რაც თმა გაშრება, სუნიც გაქრება. წყლით გაზავებული ლუდი ჩაასხით პულვერიზატორში, შეასხურეთ სველ თმაზე და სასურველი ფორმა მიეცით. თმა უფრო სქელი და ხშირი გამოჩნდება, თქვენ კი ამაზე მხოლოდ ერთი წუთი დაგეხარჯებათ. |
რეიტინგი: 4.5/2 |
Счетчики: 3108 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |