ხმაური ყურებში
პრაქტიკულად ამერიკელების 20%-ს ესმის ხმები, რომელთა გაგონება არ უნდათ, მაგრამ ვერაფრით ეწინააღმდეგებიან. შესაძლოა, თქვენთვისაც ცნობილია, რა არის ხმაური ყურებში, ან თავში. ამ დაავადების დროს გესმით ხმაური, რომელიც სინამდვილეში არ არსებობს.
,,უმეტეს შემთხვევაში ყურებში ხმაურის მიზეზი ძალიან ხმამაღალი ბგერის მოქმედების შედეგია~, ამბობს ორეგონის კვლევითი ცენტრის ფსიქოლოგი, ფილოსოფიის დოქტორი ჯეკ ვერნერი. მდგომარეობის შესამსუბუქებლად გამოიყენეთ მასკირების მოწყობილობა. მასკირების მოწყობილობა ნებისმიერი მოწყობილობაა, რომელიც ბუნებრივი ბგერით შეცვლის იმ შინაგან ხმაურს, რომელიც მხოლოდ დაავადებულ ადამიანს ესმის. პორტატული პლეიერი ერთ-ერთი ასეთი მოწყობილობაა. ,,ყველაზე ეფექტურია სასმენი აპარატი~, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი გლორია რეიჩი. ის ორ ფუნქციას ასრულებს: საშუალებას აძლევს სმენადაქვეითებულ ადამიანებს უკეთ გაარჩიონ ხმები, ასევე წარმოქმნიან ბუნებრივ ხმაურს, რომელიც ,,ფარავს~ შინაგან ხმაურს. ამ შემთხვევაში ხდება ყურებში ხმაურისგან განკურნება და სმენის გაუმჯობესება. დაძინებისას რადიო ჩართეთ. ზოგიერთ ადამიანს ყურში ხმაური დისკომფორტს უქმნის ძილის დროს. ძილის წინ მუსიკის მოსმენა ,,დაახშობს~ ხმაურს ყურებში. უბრალოდ მოდუნდით. მიმართეთ რელაქსაციურ თერაპიას. ეს დაგეხმარებათ ებრძოლოთ სტრესს, რომელიც იწვევს ხმაურს ყურებში. ,,ყური დაუგდეთ თქვენს ორგანიზმს", გირჩევთ ექიმი რეიჩი. შექმენი სასიამოვნო ატმოსფერო. ,,ეცადეთ შეიქმნათ ისეთი პირობები, რომლებიც შეამცირებენ ხმაურს~, ამბობს ექიმი ვერნოი. გაატარეთ დრო პროფესიონალებთან. როგორც ვნახეთ, ადვილად შეიძლება ყურებში ხმაურის ,,ჩახშობა~, მაგრამ ძნელია მისი სწრაფად განკურნება. ,,ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ ამ დაავადების შესამსუბუქებლად მათ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა ჰქონდეთ~, ამბობს ექიმი რეიჩი. ფსიქოლოგიური მიზეზით (დეპრესია, შფოთვა) ყურებში ხმაურის შესამსუბუქებლად მიმართეთ პროფესიონალებს. შეიქმენით დადებითი განწყობა და აკონტროლეთ სიტუაცია. ,,თუ ადამიანი ფიქრობს, რომ ხმაური ყურებში მათ ცხოვრებას ანგრევს, ასეც ხდება. მაგრამ თუ საკუთარ თავს ეტყვით: ,,მე ამას გავუმკლავდები~, ეს გამოგივათ კიდეც~, ამბობს ფილოსოფიის დოქტორი ბილ რეიდი, რომელსაც ეს დაავადება აწუხებს. ხმაური ყურებში რომელიმე ერთი მიზეზით არ არის გამოწვეული. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობს სიმპტომების გართულებას. ზოგჯერ მდგომარეობის გართულებას იწვევს ალერგია პროდუქტებზე ან სუნი. აუტოთრენინგი როგორ ,,მოვიშინაუროთ" ხმაური ყურებში თოთხმეტი წლის წინ ბილ რეიდმა გაიღვიძა და მიხვდა, რომ ავადაა. მას არ არსებული ხმები ესმოდა. ,,ეს საშინელ გაუგებრობას ქმნის, ამბობს ექიმი რეიდი. ყურებში რაღაც შუილი და სტვენა გესმით. ეს სხვა ხმების მიმართ კიდევ უფრო მგრძნობელს გხდით". წლების განმავლობაში სხვა ადამიანებზე დაკვირვებამ ექიმ რეიდს აჩვენა, რომ განკურნების საშუალება არ არსებობს, ამიტომ დაიწყო საკუთარი ტექნიკის შემუშავება. დღესდღეობით ექიმმა რეიდმა მიაღწია მდგომარეობის შემსუბუქებას. ეს მოახერხა დროში უკან დაბრუნების პროცესის დახმარებით, რომელსაც ,,წარსულის შეგრძნებას~ უწოდებს. ექიმი რეიდის მიერ შემოთავაზებული მეთოდი უმჯობესია პროფესიონალი კონსულტანტების ხელმძღვანელობით განახორციელოთ, მაგრამ შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ მეგობრებს. _ ექიმი რეიდი იწყებს რელაქსაციის ტექნიკის გამოყენებით (იხ. თავი 27). ძალიან მნიშვნელოვანია ღრმა რელაქსაციის მიღწევა. ,,ღრმა რელაქსაციის დროს ადამიანის ტვინი იწყებს ალფა-ტალღების შესწავლას, ანუ ამ მდგომარეობაში ადამიანი ახლოსაა თავის ქვეცნობიერთან~, ამბობს ექიმი რეიდი. _ როდესაც ღრმა რელაქსაციის მდგომარეობას მიაღწევთ, უნდა ,,გაემგზავროთ წარსულში, ცხოვრების იმ პერიოდში, როდესაც გაგიჩნდათ ხმაური ყურებში ან უფრო ადრე, როდესაც არაფერი იცოდით ამ დაავადების შესახებ. რას აკეთებთ? სად ხართ? რომელი ბუნებრივი ხმები გესმით?" _ ,,მთავარია, ისეთ მდგომარეობაში ჩააყენოთ საკუთარი თავი, როდესაც შეძლებთYბუნებრივი ხმების გაგონებას~, ამბობს ექიმი რეიდი. მაგალითად, გაიგონებთ ჩიტების ჟღურტულს დილით. გაღვიძებისას იგრძნობთ სიჩუმეს. დაიმახსოვრეთ ყველაფერი ეს. თქვენთვის დადგება მომენტი, როდესაც შეძლებთ მენტალურად გადახვიდეთ იქ, სადაც ყურებში ხმაური არ იყო, იქ, სადაც არც იცოდით რა არის ეს. _ შეარჩიეთ მთავარი სიტყვა, იმ დროის აღსანიშნავად, როდესაც ჯერ არ გქონდათ ეს დაავადება. გამოიყენეთ ეს სიტყვა ამ მოგონებების დასაბრუნებლად. ,,დღის სხვადასხვა დროს ერთი-ორი წუთით ან მეტი დროით დაუბრუნდით იმ დროს, როდესაც არ იცოდით რა არის ხმაური ყურებში", ამბობს ექიმი რეიდი. ექიმი რეიდის აზრით, დადებითი შედეგის მისაღწევად აუცილებელია დადებითი განწყობა და დიდი მოტივაცია დადებითი შედეგის მისაღწევად. ლამაზად ჟღერს, მაგრამ ძალიან ხმაურობს დაახლოებით ოცდაოთხ მილიონ ამერიკელს აღენიშნება სმენის დარღვევა. კიდევ ოცი მილიონი ყოველდღიურად განიცდის ხმაურის ზემოქმედებას, რომელიც სმენას აზიანებს. თანდათან სმენის დაზიანება არა მარტო ხანდაზმულთა პრობლემა ხდება. სურდოლოგები (სურდოლოგია ოტოლარინგოლოგიის ნაწილი, რომელიც სწავლობს სმენას და მის დაზიანებებს) გვაუწყებენ, რომ დღევანდელი ამერიკელი მოზარდები ადრე კარგავენ სმენას და ამის მიზეზსაც ასახელებენ: ხმაური როკის კონცერტებზე, რადიოს ან კასეტების ხანგრძლივი მოსმენა ყურსასმენებში. ,,ხმაური დამღუპველია სმენისთვის, თუ 85 დეციბელს აღემატება, ეს ჩვეულებრივი ქალაქის ხმაურის ეკვივალენტურია~, ამბობს სამრეწველო ჰიგიენის სპეციალისტი ჯონ სთილნერი. ეს ცოტათი მეტია, ვიდრე ადამიანის ხმის ზემოქმედება, რომელიც 60 დეციბელს უდრის და ეკვივალენტურია ბავშვის ხმამაღალი ტირილის. ასეთი ხმაური უკვე თხუთმეტი წუთის შემდეგ სახიფათო ხდება. შეაერთეთ ხმაურის ორი წყარო და მათი სიმძლავრე დეციბელებში გაიზრდება. მაცივარი, მაგალითად, გამოსცემს 50 დეციბელ ხმაურს. ტელევიზორი - 65 დეციბელს. მიქსერი 65-80 დეციბელს. მტვერსასრუტი 70-80 დეციბელს. მაღვიძარა დაახლოებით 80 დეციბელს, თუ თქვენგან ნახევარ მეტრ მანძილზეა მოთავსებული. შეაერთეთ ხმაურის ორი წყარო ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მაგალითად, ტელევიზორის ყურებისას ისაუბრეთ. სწორედ ასე, წლიდან წლამდე თქვენი ყურები განიცდიან დაძაბულობას. არსებობს ყურებთან ,,ნაზი" მოპყრობის რამდენიმე საშუალება. საყოფაცხოვრებო ტექნიკა ბალიშზე დადგით. საყოფაცხოვრებო ტექნიკა (კოქტეილის მთქვეფავი, სამზარეულოს კომბაინი, მიქსერი) დადგით პატარა დარტყმის შთანმთქავ საფენებზე. თხელი საფენები და ფორებიანი ბალიშები ხამურს შთანთქავენ. ახალი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენისას, აირჩიეთ მოდელი, რომელიც ყველაზე ნაკლებ ხმაურს გამოსცემს. დაინტერესდით რამდენ ხმაურს გამოსცემს. აპარატურის მწარმოებლები ამას დეციბელებში უნდა მიუთითებდნენ. შეიძინეთ დიდი სურათი. ახალი სახლის შეძენისას, დაადგინეთ ხმაურის დონე დღე-ღამის სხვადასვხა დროს. სახლთან ახლოს გამავალი შოსე თვალსაჩინოა, მაგრამ შესაძლოა გაგიჭირდეთ ხმაურის დონის განსაზღვრა. |
რეიტინგი: 3.8/12 |
Счетчики: 8287 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |