გლაუკომა / glaukoma
გლაუკომა თვალის უმტკივნეულო, მაგრამ ძალიან სახიფათო დაავადებაა. გლაუკომა ჩნდება, როდესაც თვალის მიერ გამომუშავებული სითხე გარეთ ვერ გამოდის, როგორც ეს მანამდე ხდებოდა. თვალში მყარდება წნევა, რომელიც ამცირებს სისხლის მოდენას ბადურაზე და აწვება თვალის ნერვს. თუ გლაუკომას არ უმკურნალებთ, ის სიბრმავეს გამოიწვევს.
დაავადების სიმპტომები: თავის ტკივილი, სათვალის ზომის ხშირი ცვლა, ქუთუთოების შეშუპება და სიწითლე, სინათლის წყაროს გარშემო ცისარტყელას გაჩენა. გლაუკომა დამახასიათებელია 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, მაგრამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში განვითარდეს. ოკულისტს აქვს გლაუკომის გამოვლენის რამდენიმე ხერხი. მათ შორის ვიდეოთამაში ტესტი, რომლის საშუალებით იზომება ბადურას მგრძნობელობა სინათლის მიმართ. კიდევ ერთ 2-3-წუთიან ტესტში იყენებენ სპეციალურ ვიდეოკამერას, რომლის დახმარებით ხდება ბადურის მგრძნობელობის ,,მოხაზვა~, რათა ექიმმა შეძლოს ყოველი გამოკვლევის შედეგების შედარება. ლაზერული ქირურგია. გლაუკომის ტრადიციული ქურურგიული ოპერაცია ირიდიტომია (თვალის ფერადი გარსის გაჭრა) საშუალებას იძლევა გამოვიდეს ზედმეტი სითხე. დღესდღეობით ლაზერული თერაპიის გამოყენებით იგივე პროცედურა შეიძლება განხორციელდეს უფრო სწრაფად, უსაფრთხოდ და ეფექტურად. თქვენი ექიმი ერთადერთი ადამიანია, რომელიც წამლების ან ქირურგიული გზით განკურნავს თქვენს გლაუკომას, მაგრამ თქვენც შეგიძლიათ შეიმსუბუქოთ მდგომარეობა. ენერგიული გასეირნება თვალის წნევის დასაწევად. ორიგონის საუნივერსიტეტო ცენტრის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ დაძაბულ ტემპში გასეირნების შემდეგ თვალის წნევა ეცემა 30%-ით. მკლევარები ამტკიცებენ, რომ ადრენალინის მკვეთრი ზრდა, რომელსაც იწვევს ფიზიკური ვარჯიში (მაგალითად, სწრაფი სიარული), ამცირებს წნევას. მაღალი ტექნოლოგიები გლაუკომის მკურნალობა პატარა პლასტმასის იმპლანტანტის გამოყენებით გლაუკომით დაავადებულ ადამიანებს, რომელთა თვალის შიდა წნევა სამკურნალო პრეპარატებით, ან ქირურგიული გზით, ძნელად კონტროლდება, ახლა შეუძლიათ ისარგებლონ პატარა მოწყობილობით, რომელსაც მოლთენოს იმპლანტანტი ეწოდება. ის თვალში ინერგება. წნევის მომატებისას სითხე ავტომატურად გამოედინება თვალიდან. იმპლანტანტი წარმოადგენს მრგვალ 1,2 სმ. დიამეტრის თეფშს, რომელიც მიმაგრებულია 1,8 სმ. სიგრძის სილიკონის მილზე, რომლის დახმარებით გამოიყოფა სითხე. ოპერაციას სჭირდება ორმოცი წუთი, საავდმყოფოთი კი მხოლოდ ერთი დღით დარჩებით. იმპლანტანტი პრაქტიკულად არ ჩანს, თუ ზედა ქუთუთოს არ ასწევთ. სიწითლე 10-14 დღეში გაივლის, ხოლო მხედველობა საკმაოდ სწრაფად აღდგება. |
რეიტინგი: 3.0/6 |
Счетчики: 3662 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |