გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

სექსის ფაზები / seqsis fazebi - GeoSexMD.com – სამედიცინო სექსოლოგია

center
სექსუალური რეაქციის ციკლი არის ჭეშმარიტი ფიზიოლოგიური ცვლილებების თანმიმდევრობა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური სექსუალური სტიმულების საპასუხოდ. მასტერსმა და ჯონსონმა(სექსოლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებლები) განავითარეს თეორია, რომლის მიხედვითაც სექსუალური რეაქცია ხასიათდებოდა ვაზოკონგესციით და მიოტონიით(ძლიერდებოდა სასქესო ორგანოებში სისხლის მიმოქცევა და მატულობდა კუნთების ტონუსი). დღეისთვის მიღებულია, რომ სექსუალური რეაქცია მოიცავს ოთხ ფაზას: 1)სურვილის ფაზა 2) აღგზნების ფაზა 3) ორგაზმის ფაზა 4) რეზოლუცია.

სურვილი - მოიცავს ადამიანის სექსუალურ მოტივაციას, ფანტაზიებს, ლტოლვას და სურვილს, ჰქონდეს სქესობრივი აქტივობა.

აგზნების ფაზა - მომდინარეობს ფსიქოლოგიური სტიმულების საპასუხოდ(ფანტაზიები, სიყვარულის ობიექტის არსებობა და ა.შ.), ან ფიზიკური სტიმულების საპასუხოდ: მოფერება, კოცნა და ა.შ.

აგზნების ფაზის დროს ხდება მამაკაცებში პენისის ერექცია, ქალებში საშოს ლუბრიკაცია, ორივე სქესის წარმომადგენლებში ხდება კერტების(ძუძუსთავების)ერექცია. ქალებში კლიტორი იმატებს ზომაში და სისხლით ივსება, იგივე მოსდის მცირე სასირცხვო ბაგეებს და დიდ სასირცხვო ბაგეებს. კაცებში იმატებს სათესლეების ზომაც, ზოგჯერ მისი მომატება 50% -ით ხდება. ქალებში: საშოს გარეთა მესამედი იკუმშება.

აგზნების დროს ქალის მკერდი ზომაში იმატებს დაახლოებით 25%-ით.

აგზნების ფაზა საშუალოდ რამოდენიმე წუთი გრძელდება.

ორგაზმის – დროს ხდება ქალშიც და მამაკაცშიც მენჯის და გენიტალური კუნთების ძლიერი სინქრონული შეკუმშვა, რომელსაც ახასიათებს ინტენსიური სიამოვნების განცდა.

რეზოლუციის ფაზა – მოსდევს ორგაზმს და გენიტალიებიდან სისხლი იწყებს გამოსვლას, ხდება სასქესო ორგანოების კუნთების მოდუნება. რეზოლუციის ფაზა შეიძლება აღმოცენდეს ორგაზმის გარეშეც, ასეთ შემთხვევაში ის გრძელდება 2-6 საათი და თან სდევს უსიამოვნო დისკომფორტის განცდა. თუ ორგაზმი აღმოცენდა, კაცებში რეფრაქტერული პერიოდი გრძელდება რამოდენიმე წუთიდან, რამოდენიმე საათამდე ამ მდგომარეობას რეფრაქტერულ პერიოდსაც უწოდებენ, ამ დროს კაცი სექსუალურად ვერ აღიგზნება. ქალებს რეფრაქტერული პერიოდი არ აქვთ და მათ შეუძლიათ მრავალჯერადი ორგაზმის განცდა ერთი სქესობრივი აქტის დროს.


agzneba, აგზნება, აღგზნება, ორგაზმი, პლატო, პლატო ფაზა, რეზოლუცია, სექსის ფაზები, სექსუალური რეაქცია, სექსუალური რეაქციის ციკლი, სექსუალური ციკლი, სურვილი, orgazmi, plato, seqsis fazebi, survili
რეიტინგი: 3.1/11
Счетчики: 7050 | დაამატა: nikucha | ტეგები: რეზოლუცია, პლატო ფაზა, სექსუალური რეაქცია, აგზნება, აღგზნება, agzneba, სექსუალური რეაქციის ციკლი, ორგაზმი, სექსის ფაზები, პლატო
სულ კომენტარები: 1
1 Indi  
0 Spam
Gamarjobat. 2 tvea rac gavtxovdi.pirveli seqsis dros sisxldena ar mqonia da meshinia sheidzleba rame problema mqondes sashoshi an sakvercxeebshi? Da kide pexmdimad ar vrchebi ara da zalian minda ro davrche.vnerviulob gtxovt mipasuxot

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...