გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

აპენდიციტი / apendiciti

center
აპენდიციტიაპენდიციტი საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანი დაავადება. იგი განსაკუთრებით ხშირია ახალგაზრდებში, სიცოცხლის მეორე და მესამე ათწლედში, თუმცა შეიძლება ყველა ასაკში შეგვხვდეს.

არჩევენ ქრონიკულ და მწვავე აპენდიციტს.

მწვავე აპენდიციტი იწყება უეცარი ტკივილით მუცლის ქვედა ნაწილში, უფრო ხშირად მარჯვენა თეძოს ფოსოში, რაც ჭიანაწლავის ანატომიურ მდებარეობას შეესაბამება. არცთუ იშვიათად შეტევის დასაწყისში ტკივილი მთელს მუცელში ვრცელდება, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მარჯვენა თეძოს ფოსოში შეიგრძნობა. ტკივილი თანდათან ძლიერდება მდებარეობის შეცვლის დროს, განსკუთრებით მარცხენა გვერდზე წოლისას. ბავშვებსა და მოხუცებს ტკივილი სუსტად აქვსთ გამოხატული. ტკივილს ხშირად თან სდევს გულისრევა და ღებინება. აღინიშნება აირების შეფერხება და შეკრულობა, ზოგჯერ - ფაღარათი. ტემპერატურა ხშირად მატულობს 37.5-38 o-მდე. ბავშვებს უფრო მაღალი ტემპერატურა აქვთ, ხოლო მოხუცებს შეიძლება სრულებით არ ჰქონდეთ, თუნდაც მძიმე ფორმასთან გვქონდეს ადგილი.

მწვავე აპენდიციტის ყველა შემთხვევაში საჭიროა სასწრაფო ოპერაცია - მისი მოკვეთა. რაც უფრო სწრაფად გააკეთებენ ოპერაციას, მით უფრო უხიფათოა იგი და ავადმყოფს აცილებს უმძიმეს გართულებებს, რომლებიც ხშირად საბედიწერო ხდება.

მწვავე აპენდიცეტის გართულების მთავარი მიზეზია ექიმთან დაგვიანებული მისვლა, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ ტკივილს მუცელში, გულისრევასა და ღებინებას (განსაკუთრებით ბავშვობაში) ხსნიან სხვა რაიმე მიზეზით. ერთ შეცდომას ხშირად უფრო სახიფათო შეცდომა მოსდევს, კერძოდ ის, რომ ხშირად კუჭის გაწმენდის მიზნით ხმარობენ საფაღარათოს ან ავადმყოფს უკეთებენ ოყნას, რაც ყოვლად დაუშვებელია. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მუცელში მწვავე ტკივილი უფრო ხშირად მწვავე აპენდიციტთან არის დაკავშირებული და სასწრაფოდ უნდა გამოვუძახოთ ექიმს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ტკივილგამაყუჩებლის ხმარება, რაც ნიღბავს დაავადების ნიშნებს და შეცდომის მიზეზი ხდება.

ქრონიკული აპენდიციტი, რომელსაც ახასიათებს მუდმივი ან პერიოდული ყრუ ტკივილი მარჯვენა თეძოს ფოსოში, ყოველთვის შესაძლებელია გადაიზარდოს მწვავე აპენდიციტში, ამიტომაც საჭიროა ექიმის მეთვალყურეობა და დროული ოპერაციული მკურნალობა.

რეიტინგი: 2.1/9
Счетчики: 5930 | დაამატა: nikucha | ტეგები: ტემპერატურა, temperatura, OPERACIA, ფოსოში, medicina, apendiciti, mkurnaloba, tkivili, mucelshi, აპენდიციტი
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...