იმპოტენცია მკურნალობის სწრაფი ხერხი

თუ იმ­პო­ტენ­ცია გაქვთ, ამ არა­სა­სი­ა­მოვ­ნო მოვ­ლე­ნის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვად სა­კითხს პერ­სპექ­ტი­ვა­ში შე­ხე­დეთ. თქვენ ერ­თა­დერ­თი ადა­მი­ა­ნი არ ხართ. ექი­მე­ბი ფიქ­რო­ბენ, რომ და­ახ­ლო­ე­ბით ათი მი­ლი­ო­ნი ამე­რი­კე­ლი მა­მა­კა­ცი იმ­პო­ტენ­ტია. ჩვე­უ­ლებ­რივ ამ პრობ­ლე­მას ასაკს უკავ­ში­რე­ბენ, მაგ­რამ 40 წლის მა­მა­კა­ცე­ბის მხო­ლოდ 1,9% და 65 წლის მა­მა­კა­ცე­ბის 25% აქვს იმ­პო­ტენ­ცია. არ გე­გო­ნოთ, რომ იმ­პო­ტენ­ცია მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე გაგ­ყვე­ბათ. მის­გან გან­კურ­ნე­ბას დი­დი დრო არ დას­ჭირ­დე­ბა.
ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცის­თვის გა­მო­სა­ვა­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია ქი­რურ­გი­უ­ლი გზით. მკურ­ნა­ლო­ბის ახა­ლი და სწრა­ფი მე­თო­დე­ბის წყა­ლო­ბით მე­ქა­ნი­კურ ერექ­ცი­ას იშ­ვი­ა­თად მი­მარ­თა­ვენ, ეს ხდე­ბა მხო­ლოდ ფი­ზი­ო­ლო­გი­უ­რი იმ­პო­ტენ­ცი­ის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზულ შემ­თხვე­ვებ­ში.
,,იმ­პო­ტენ­ცი­ის მკურ­ნა­ლო­ბის მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მე­თო­დე­ბის არ­სე­ბო­ბი­სას, რომ­ლე­ბიც დღი­თიდ­ღე სულ უფ­რო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ხდე­ბა, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად ინიშ­ნე­ბა პრო­თე­ზის იმ­პლან­ტა­ცია, ამ­ბობს ბრა­უ­ნის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ურო­ლო­გი­ის პრო­ფე­სო­რი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი ჯე­ქი­უს სა­სე­ტი. არ­სე­ბობს რამ­დე­ნი­მე სხვა ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის ხერ­ხი, რო­მე­ლიც არა მარ­ტო ნაკ­ლებ ინ­ვა­ზი­უ­რია, არა­მედ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი დრო სჭირ­დე­ბა.
ანა­ლი­ზე­ბი. თუ მა­მა­კაცს ჯან­მრთე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მე­ბი არ აქვს, მას ღა­მის ძი­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე ერექ­ცია აღე­ნიშ­ნე­ბა~, ამ­ბო­ბენ მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი რი­ჩარდ ბერ­გე­რი და დი­ბო­რა ბერ­გე­რი წიგ­ნში ,,ბი­ო­პო­ტენ­ცია~. ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში თქვენ და­გი­ყე­ნე­ბენ მოწ­ყო­ბი­ლო­ბას, რო­მე­ლიც გა­ზო­მავს ღა­მის ერექ­ცი­ის სიხ­ში­რეს, სი­მაგ­რეს და ხან­გრძლი­ვო­ბას. ამ მოწ­ყო­ბი­ლო­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ბო­ლოო გა­ნა­ჩე­ნი არ არის. ცნობ­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გის მქო­ნე და დეპ­რე­სი­ა­ში მყო­ფი ზო­გი­ერ­თი მა­მა­კა­ცი გა­ნი­კურ­ნა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი თე­რა­პი­ის დახ­მა­რე­ბით.
არ­სე­ბობს სხვა, უფ­რო მარ­ტი­ვი ტეს­ტე­ბიც, რო­მელ­თა დახ­მა­რე­ბით შე­გიძ­ლი­ათ ღა­მის ერექ­ცი­ა­ზე ტეს­ტის ჩა­ტა­რე­ბა. თუ აღ­მო­ა­ჩი­ნეთ, რომ ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თი მა­ინც ნორ­მა­ლუ­რი ერექ­ცია გქონ­დათ, მი­მარ­თეთ ექიმს.
შე­ა­მოწ­მეთ წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც სვამთ. თუ თქვენ­თვის გა­უ­გე­ბა­რია იმ­პო­ტენ­ცი­ის მი­ზე­ზი, სა­მე­დი­ცი­ნო გა­მოკ­ვლე­ვის­თვის სა­ჭი­რო დრო­ის და ფუ­ლის და­ზოგ­ვის მიზ­ნით, ჩა­ა­ტა­რეთ პა­ტა­რა დე­ტექ­ტი­უ­რი გა­მოკ­ვლე­ვა.
პირ­ველ რიგ­ში და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ თქვე­ნი წამ­ლე­ბი. ბევ­რი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წა­მა­ლი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს იმ­პო­ტენ­ცი­ის მი­ზე­ზი. მათ შო­რი­საა წნე­ვის და­სა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წამ­ლე­ბი, ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, ტრან­კვი­ლი­ზა­ტო­რე­ბი, გუ­ლის არით­მი­ის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი, შარ­დის ბუშ­ტის და ნაწ­ლა­ვე­ბის სპაზ­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო პრე­პა­რა­ტე­ბი, ან­ტი­ჰის­ტა­მი­ნე­ბი, კუნ­თე­ბის რე­ლაქ­სან­ტე­ბი, წყლუ­ლი, პარ­კინ­სო­ნიზ­მის სამ­კურ­ნა­ლო წამ­ლე­ბი, ქო­ლეს­ტე­რი­ნის დამ­წე­ვი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ქა­ლე­ბის ჰორ­მო­ნუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, გლუ­კო­კორ­ტი­კო­ი­დე­ბი, იმუ­ნო­დეპ­რე­სან­ტე­ბი, არ­თრი­ტის სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი და სხვა.
თქვენ შე­იძ­ლე­ბა ეჭ­ვი გქონ­დეთ, რომ ერთ-ერ­თი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა თქვე­ნი იმ­პო­ტენ­ცი­ის მი­ზე­ზია, მაგ­რამ დას­კვნებს თვი­თონ ნუ გა­ა­კე­თებთ, აუ­ცი­ლებ­ლად მი­მარ­თეთ ექიმს. მას შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს დო­ზა, ან და­გი­ნიშ­ნოთ სხვა პრე­პა­რა­ტი.

რეიტინგი: 3.0/31
Счетчики: 12351 | დაამატა: nikucha | ტეგები: impotencia, impotenciis mkurnaloba, mkurnaloba, impotenciis samkurnalo, პრე­პა­რა­ტე­ბი, medicin, სამ­კურ­ნა­ლო, იმ­პო­ტენ­ცი­ის სამკურნალო პრეპარატ
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]