გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

რა ჭამოს ტვინმა? / riti ikvebos tvini?

center
ის ჩვენი სხეულის მხოლოდ 2%-ს იწონის, მაგრამ ყოველდღიური რაციონის 20%-ს შთანთქავს. მასზეა დამოკიდებული ჩვენი ერუდიცია, კარგი მეხსიერება, საზრიანობა და იუმორის გრძნობა, მას (უფრო სწორად, მის არარსებობას) აბრალებენ ყველა ჩვენს მარცხსა თუ წარუმატებლობას. მას ტვინი ჰქვია და ტვინსაც კვება და ვარჯიში უსჭირდება. მაშ, რა ვაჭამოთ?

ნახშირწყლები
ტვინისთვის სამეფო კერძად ითვლება, მაგრამ საკონდიტროში ტორტის შესაძენად ახლავე ნუ გაიქცევით, რადგან ინტელექტუალური შრომის იარაღი უფრო მეტად ნედლ ნახშირწყლებს (მაკარონი, კარტოფილი, ოსპი) აფასებს, ვინაიდან ისინი მას ხანგრძლივად კვებავენ.

ცხიმები
მათ გარეშე ტვინს, უბრალოდ, მუშაობა არ შეუძლია. ადამიანის ტვინის 30% ცხიმებისაგან შედგება. საქმე ისაა, რომ ყოველი ნეირონი (თავის ტვინის უჯრედი) სპეციალურ ცხიმოვან გარსშია გახვეული, რისი წყალობითაც ნერვული იმპულსები ერთი უჯრედიდან მეორეს გადაეცემა. ტვინმა უცილებელი ინფომრაცია საიმედოდ რომ დაიმახსოვროს, ეს ცხიმი რაოდენობრივად და ხარისხობრივად მთელი ცხოვრება უცვლელი უნდა დარჩეს. ამიტომ რაციონში რეგულარულად უნდა ჩართოთ უჯერი ცხიმებით მდიდარი საკვები. განსაკუთრებით სასარგებლოა ლინოლევისა და არაქისის ცხიმმჟავები. მათ დიდი რაოდენობით შეიცავს მზესუმზირის, ზეითუნის, სიმინდის ზეთი და ასევე თევზის ქონი.

ცილები
მათი ძირითადი ნაწილი, ამინომჟავები, მეხსიერების ნორმალური მუშაობისთვის მეტად აუცილებელია. განსაკუთრებით სასარგებლოა მეთიონინი, ლეცინი, ტრიპტოფანი და სხვა. მათ შეიცავს წითელი ლობიო, ბრინჯი, ბურღული, თევზი და ხორცი.

ვიტამინები
პირველი ადგილი B ჯგუფის ვიტამინებს უჭირავს. ისინი ნერვულ სისტემას ამაგრებს და დამახსოვრების პროცესში ძირითად როლს ასრულებს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ ჩ და E ვიტამინებს: ციტრუსები ©, მწვანე ბოსტნეული და მზესუმზირის ზეთი (E).

მიკროელემენტები
ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს თუთიას, რკინასა და მაგნიუმს. ისინი ყურადღების კონცენტრაციას ზრდის. ამ მიკროელემენტებით მდიდარია ბოსტნეული, ბრინჯი, ხორცი, ნიგოზი, ჭერამი.

თუ გსურთ, უფრო ჭკვიანი გახდეთ და ნათელი გონება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნოთ, თქვენს ტვინზე იზრუნეთ. რადგან ზემოხსენებული და ასე სანატრელი ერუდიცია, კარგი მეხსიერება, საზრიანობა და იუმორის გრძნობა საკუთარ თავზე გამუდმებული მუშაობის შედეგია:

რჩევები

1. მეტი მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, განსაკუთრებით - მოცარტს. ფსიქოლოგთა აზრით, აზროვნების უნარი შესამჩნევად მაღლდება იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღიურად 15-20 წუთი სწორედ ასეთ მუსიკას უსმენს.
2. დალიეთ მწვანე ჩაი და ბალახის ჩაი. მათ მატონიზირებელი ეფექტი აქვთ, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და, შედეგად, დამახსოვრების უნარსა და საზრიანობას აძლიერებს.
3. ჭამეთ თევზი და ზღვის პროდუქტები. ისინი ტვინისთვის მეტად საჭირო საკვებია. საქმე იმდენად ფოსფორში არაა, რამდენადაც უცვლელ ცხიმმჟავებში, იოდსა და მაგნიუმში, რომლებიც ნორმალური გონებრივი მუშაობისთვისააა აუცილებელი.
4. ნუ გაგიტაცებთ ალკოჰოლური სასმელი. ტვინისთვის შედარებით უსაფრთხოა 1-2-ჯერ 250 მლ. ლუდი, 200 მლ. მშრალი თეთრი ან შავი ღვინო, 100 მლ. მაგარი სასმელი.
5. უარი თქვით მოწევაზე: თამბაქოს კვამლი სისხლძარღვების სპაზმს იწვევ და ტვინში სისხლის მიწოდება ფერხდება.
6. ნუ გაგიტაცებთ ვეგეტარიანელობა. ცილების დიეტა ტვინის მუშაობას ააქტიურებს. ხორცში, რძესა და კვერცხში არის ამინომჟავები, რომლებიც ნეიროუჯრედებს სჭირდებათ.
7. საკვები მოამზადეთ და შეინახეთ მომინანქრებულ, თიხის, ფოლადის ან მინის ჭურჭელში. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ალუმინის ქვაბები და ფოლგები. საკვებთან ურთიერთქმედების შედეგად ალუმინი ორგანიზმში ხვდება და ქრონიკულ ინტოქსიკაციას იწვევს, რაც მეხსიერების დაქვეითებაში გამოვლინდება.
8. ნუ იავამდყოფებთ. ბანალური გაცივებაც კი ნერვულ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს, ყურადღებასა და მეხსიერებას აჩლუნგებს რესპირატორული ინფექციების სეზონის დროს, 2-3 კვირის განმავლობაში, ჭამის შემდეგ დღეში სამჯერ 1 ჩ.კ. თაფლი მიირთვით. ხელები გულმოდგინედ დაიბანეთ ხოლმე და ხილი და ბოსტნეულიც გულმოდგინედ გარეცხეთ.
9. მოეფერეთ ბავშვებს. ფსიქიკური დაძაბულობის მოსახსნელად ძაღლთან ერთად გაისეირნეთ, კატას მოეფერეთ, აკვარიუმში თევზებს დააკვირდით...
10. თუ ძალიან არ გაგიძნელდათ, დღის განრიგში 20-30 წუთი სეირნობისთვის გამოყავით. მნიშვნელობა არ აქვს ფეხით გაისეირნებთ თუ ველოსიპედით. მეცნიერთა მტკიცებით, ასეთი ფიზიკური აქტივობა ინტელექტის განვითარებას ასტიმულირებს.
11. გამორთეთ ტელეფონი, როდესაც დაკავებული ხართ, ისვენებთ ან ვინმესთან ურთიერთობის განწყობა არა გაქვთ. დაძაბულობა ნერვულ სისტემას ძალიან ტანჯავს. როდესაც ელით, რომ ნებისმიერმა ზარმა შეიძლება მნიშვნელოვან საქმეს, საინტერესო გადაცემას ან წიგნს მოგწყვიტოთ. სპეციალისტებმა გამოიანგარიშეს და ასეთი არასანუგეშო დასკვნა გააკეთეს: სატელეფონო სტრესი სიცოცხლეს 3-4 წლით ამოკლებსო.
12. მოერიდეთ თავის ტრამვებს, მხოლოდ მექანიკურს კი არა, მზის სხივებით გამოწვეულსაც. ღამის დისკოთეკების გამაყრუებელი მუსიკა ნერვულ სისტემას ვნებს.
13. კროსვორდი აზროვნებას ავარჯიშებს.
14. ძილის წინ საწოლში მწოლიარემ ემოციებისა და ლირიკული გადახვევების გარეშე გაიხსენეთ დღის მოვლენები. უბრალოდ, საკუთარ თავს მოახსენეთ, როგორ გავიდა დღე, რა ჭამეთ, ვისთან და რაზე ისაუბრეთ, რაც მეტ დეტალს გაიხსენებთ, მით უკეთესი.
15. ინფორმაციას პასივში ნუ გაგზავნით. გამოიყენეთ ის, რაც დაიმახსოვრეთ: ტელეფონის ნომრები ზეპირად აკრიფეთ, ილაპარაკეთ უცხო ენაზე ლამაზი გრძელი წინადადებებით, გაიხსენეთ კლასიკოსების ციტატები, ნაცნობებს რაც შეიძლება ხშირად მიმართეთ სახელით.

საინტერესო ფაქტები

• რუსი პედაგოგი უშინსკი თვლიდა, რომ ბავშვის მეხსიერება პირველ 7-8 წელს იმდენს ითვისებს, რამდენსაც - მთელ დარჩენილ ცხოვრებაში.
• დიდმა მათემატიკოსმა და კიბერნეტიკოსმა ნეიმანმა გამოთვალა, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია, დაახლოებით 1021 ერთეული ინფორმაცია დაიტიოს. ეს ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენგანს მრავალტომიანი ენციკლოპედიების ინფორმაციის დამახსოვრება შეუძლია.
• ალექსანდრე მაკედონელი სახით ცნობდა და ყველა თავისი ჯარისკაცის (30 ათასი ადამიანის) სახელი იცოდა.

რეიტინგი: 3.4/13
Счетчики: 5482 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, mekhsiereba, საზრიანობა, BRAIN, tvini, მეხსიერება, medicina, tvinis kveba, mexsiereba, sazrianoba
სულ კომენტარები: 3
3 luka  
0 Spam
kargi saitia bevri ram gavige :) :-d

2 nikucha  
0 Spam
kidev etsvie saitis medicinis portals GSM da shentvis bevr saintereso samedicino amdebs gaigeb.

1 GSM  
0 Spam
ძალიან მაგარი საიტია smile , ბევრი რამ გავიგე.. აქედანაც ...... happy

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...