WPW სინდრომის ეკგ ნიშნები / wolff parkinson white syndrome
ეკგ-ს ცვლილებები WPW სინდრომის დროს განპირობებულია წინაგულებსა და პარკუჭებს შორის დამატებითი გამტარი გზის არსებობით, რომელიც სა-კვანძში აღმოცენებულ იმპულსებს ატარებს პირდაპირ პარკუჭებში, ავ-კვანძზე გვერდის ავლით. ამ გამტარ გზებს კენტის კონები ეწოდება და ისინი შეიძლება განლაგებული იყვნენ ნებისმიერ ადგილას. ამასთან იმპულსის გატარება ხდება არამარტო ავ-კვანძის გავლით არამედ დამატებითი გზითაც. დამატებითი გზის ელექტროფიზიოლოგიური მახასიათებლები კი ძალიან განსხვავდება ავ-კვანძის მახასიათებლებისგან. კენტის კონები იმპულსს ატარებენ გაცილებით სწრაფად, ვიდრე ავ-კვანძი. WPW -სინდრომის დროს პარკუჭების აგზნება იწყება თითქმის მაშინვე, როცა ხდება წინაგულების დეპოლარიზაცია.trans WPW სინდრომის ეკგ ნიშნები
მასალის წყარო: AllMed.Ge - პირველი ქართული სამედიცინო საიტი დაწვრილებითი სამედიცინო ინფორმაციით |
რეიტინგი: 3.0/4 |
Счетчики: 2734 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |