ოსტეოპოროზი /. osteoporozi
ცხოვრების მანძილზე თქვენი ორგანიზმი ძვლებში აგროვებს მინერალურ ნივთიერებებს, სადაც ისინი მონაწილეობენ ძვლოვანი ჩონჩხის შენების, დაშლის და აღდგენის პროცესში. ბავშვობაში ორგანიზმი მეტ მინერალურ ნივთიერებას აგროვებს, ვიდრე ხარჯავს. ამის გამო ძვლები მაგრდება, ძლიერდება და ჩვენ ვიზრდებით. სიყმაწვილეში დაგროვება და დანახარჯი ერთმანეთს უტოლდება და ზრდა წყდება. უფრო მოგვიანებით, მინერალური ნივთიერების დანახარჯი აღემატება დაგროვებულს ჩვენ ვპატარავდებით, ძვლები მყიფე ხდება და ადვილად ტყდება.
თუ თქვენ დაკარგეთ ძვლოვანი მასის 30% და მეტი, თქვენი ძვლების მდგომარეობას ოსტეოპოროზი ეწოდება (ოსტეოპოროზი ძვლის გამყიფება და სტრუქტურის შეცვლა.). ძვლები იმდენად სუსტდება, რომ შეიძლება დაიშალოს სხეულის წონის დაწოლის, ან დავარდნის შემთხვევაში. როგორც მამაკაცები, ასევე ქალები, ასაკის მატებასთან ერთად კარგავენ ძვლოვან მასას, თუმცა, ქალებს კიდევ ორი, დამატებითი, პრობლემა უჩნდებათ: მათი ძვლები გაცილებით თხელია, ამიტომ ძვლოვანი მასის ნებისმიერ დანაკარგს სერიოზული შედეგი მოჰყვება, ხოლო მენოპაუზა იწვევს ჰორმონ ესტროგენის დონის შემცირებას, რაც ძვლოვანი მასის დიდ დანაკარგს იწვევს. სწორედ ამიტომ ოსტეოპოროზი, პირველ რიგში, ქალების დაავადებაა. უნდა ითქვას, რომ ოსტეოპოროზი გარდაუვალი არ არის. თქვენ შეგიძლიათ ყოველდღიურად მიმართოთ სწრაფ მეთოდებს, რომელიც დაგიცავთ ამ საშინელი მდგომარეობისგან, რომელმაც შეიძლება ინვალიდად გაქციოთ. _ სწრაფად შეცვალეთ რაციონი. ეს დაგეხმარებათ აღადგინოთ კალციუმის შემცველობა, რომელიც ასე სჭირდება თქვენს ძვლებს. _ საღამოს, ძილის წინ წამლის მიღება ძვლების დაშლას ათი წლით გადადებს. _ თხუთმეტწუთიანი გასეირნებისას მზეზე, დაახლოებით ორ დღეში ერთხელ, შეძლებთ მიიღოთ D ვიტამინის საკმაო რაოდენობა. _ ყოველდღიური ოცდაათწუთიანი ფიზიკური ვარჯიშის დახმარებით შეძლებთ გაიმაგროთ ძვლები. ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის ოსტეოპოროზის მკურნალობის საშუალება, თუმცა მეცნიერები ყველა ღონეს ხმარობენ უსაფრთხო და ეფექტური მეთოდის მოსაძებნად. პროფილაქტიკური მეთოდების გამოყენებით თქვენ შეძლებთ თავიდან აიცილოთ ოსტეოპოროზი. პროფილაქტიკური საშუალებების განხორციელება თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერ დროს ასაკის, სქესის და ცხოვრების წესის მიუხედავად. სწრაფი გამოკითხვა რისკის ფაქტორის დასადგენად ოცდაათ წამში თქვენ შეძლებთ აღმოაჩინოთ ოსტეოპოროზით დაავადების რისკი. დაითვალეთ იმ კითხვების რაოდენობა, რომელზეც დადებითად უპასუხებთ. პირველი შვიდი კითხვა დაკავშირებულია გარდაუვალ რისკის ფაქტორებთან, დანარჩენები ცხოვრების წესით გამოწვეულ რისკის ფაქტორებთან. 1. თქვენ ქალი ხართ? 2. მენოპაუზა გაქვთ? 3. წარმოშობით ჩრდილოეთ ევროპიდან ან აზიიდან ხართ? 4. საშუალო კომპლექცია გაქვთ? 5. თქვენი ოჯახიდან ვინმეს ჰქონდა ოსტეოპოროზი (უმნიშვნელო მიზეზით გამოწვეული მოტეხილობა, განსაკუთრებით ხანდაზმულ ქალებში)? 6. მოხდენილი ტანი გაქვთ? 7. რძეზე, ან რძის პროდუქტებზე ალერგია გაქვთ? 8. ძალიან ცოტას ვარჯიშობთ? 9. არ ღებულობთ რძის პროდუქტებს? 10. ეწევით? 11. სვამთ სპირტიან სასმელს? 12. იღებთ კოფეინს? 13. კარბონიზებულ სასმელებს სვამთ? 14. საკვებში ბევრ მარილს მოიხმართ? 15. თქვენი რაციონი შეიცავს ცილით მდიდარ საკვებს? 16. იმდენად ბევრს ვარჯიშობთ, რომ თვიური გიჩერდებათ? 17. ამდენს იმიტომ ჭამთ, რომ გამხდარი ხართ? რა თქმა უნდა მემკვიდრეობასთან ვერაფერს გააწყობთ, თუმცა, თუ ცხოვრების წესთან დაკავშირებული კითხვების უმეტესობას დადებითად უპასუხეთ, ეს ზრდის დაავადების რისკს, რომელიც ესოდენ საშიშია თქვენი ძვლებისთვის და საერთოდ ჯანმრთელობისთვის. აი, რით უნდა დაიწყოთ. |
რეიტინგი: 2.8/5 |
Счетчики: 3455 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |