გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ქლამიდიოზი და ორსულობა / qlamidiozi da orsuloba - mkurnaloba, medicina

center
ქლამიდიოზი და ორსულობა – საკითხი, რომელიც ადარდებს ორსულებს და მათ მკურნალ ექიმებს.

ქლამიდიური ინფექციის თავისებურებ პირველ რიგში არის მისი ხშირი ლატენტური მიმდინარეობა, როცა დაავადება არანაირად არ ვლინდება. მხოლოდ გამწვავების დროს აღინიშნება ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენი და მქაჩავი ხასიათის ტკივილები მუცლის ქვედა ნაწილში.

უკანასკნელ წლებში უროლოგების და გინეკოლოგები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ორსულობის დროს ქლამიდიოზი ბევრი პრობლემის მიზეზია – სპონტანური აბორტები, ორსულობის პათოლოგიები, ნაყოფის დაინფიცირება.

არაორსულ ქალებში ქლამიდიოზი იწვევს ვულვო-ვაგინიტებს, ენდოცერვიციტებს, დანამატების ანთებას. ამ პროცესებმა შესაძლოა გავლენა იქონიოს შვილოსნობაზე. განსაკუთრებით საშიში ქლამიდიოზი მისი სპონტანური აბორტისა და ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკის გამოა. გარდა ამისა, მშობიარობის დროს ნაყოფი შეიძლება სამშობიარო გზებში გამოვლისას დაინფიცირდეს.

აქედან გამომდინარე ქლამიდიოზის მკურნალობა აუცილებელია ორსულობის პირობებშიც კი.

მკურნალობა მოიცავს, როგორც ადგილობრივ, ასევე ზოგად მკურნალობას. ვულვოვაგინიტებისა და ენდოცერვიციტების მკურნალობა ადგილობრივია. იმ შემთხვევაში, როცა ფალოპის მილებიც დაინფიცირებულია, საჭიროა ანტიბაქტერიული პრეპარატები. იქიდან გამომდინარე, რომ დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ნაცხის ანალიზი, ანტიბიოტიკოგრამის გაკეთება სიძნელეს არ წარმოადგენს.

ორსულებში ქლამიდიის მკურნალობისას უნდა დაინიშნოს ის პრეპარატები, რომელთა მოლეკულები დიდი, რომ ვერ გაიარონ ფეტო-პლაცენტური ბარიერი. ამის მიუხედავად, ნაყოფზე ზემოქმედება შესაძლოა მოხდეს, ამიტომაც მკურნალობის კურსი არის მოკლე.

შეიძლება დაინიშნოს ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები და/ან ბოლო თაობის ანტიბიოტიკები, თუკი მათი მოხმარება უსაფრთხოა ურსულებში. მკურნალობას იტარებს ორივე პარტნიორი, სექსი მკურნალობის პერიოდში აუცილებლად დაცულია.



რეიტინგი: 3.0/7
Счетчики: 5942 | დაამატა: nikucha | ტეგები: ორსულობა და ქლამიდიოზი, ქლამიდიოზი და ორსულობა, qlamidia qalebshi, mshobiaroba, orsuloba, ორსულებში ქლამიდიის მკურნალობა, qlamidiozi orsulebSi
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...