გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

საშვილოსნოს ყელი, მისი დაავამდებები და მკურნალობა

center
საშვილოსნო ქალის რეპროდუქციული სისტემის უმთავრესი ორგანოა. საშვილოსნო მდებარეობს მუცლის ქვემო ნაწილში, შარდის ბუშტსა და სწორ ნაწლავს შორის. შედგება ტანისა და ყელისაგან, რომელიც გადადის საშოში. საშვილოსნოს ყელს თავისი განსაკუთრებული როლი აქვს, ის ერთგვარი ბარიერია საშვილოსნოსა და გარემოს შორის.

ნორმალური საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3-4 სმ, დიამეტრი - 2-3 სმ, ხოლო სისქე 1 სმ-ია. ის შედგება:

კუნთოვანი შრისაგან, რომელიც მშობიარობის აქტში იღებს მონაწილეობას;

ყელის არხისაგან, რომლის გამომფენი უჯრედები (ეგრეთ წოდებული ეპითელიუმი) გამოიმუშავებს ლორწოს, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს საშოსა და საშვილოსნოს შორის: ხელს უშლის ბაქტერიების შეღწევას საშვილოსნოს ღრუში.

საშვილოსნოს ყელის საშოსმხრივი ნაწილი "გარემოსთან ურთიერთობის ძირითად კარიბჭეს" წარმოადგენს. ალბათ ამიტომაა, რომ ყველაზე ხშირად აქ ვითარდება პათოლოგიური პროცესები.

საშვილოსნოს ყელის დაავადებებია:

ეგრეთ წოდებული ფონური დაავადებები (პროცესები):

* საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული), ფსევდოეროზია;
* ლეიკოპლაკია;
* პოლიპები;
* კონდილომები.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია, ანუ კიბოსწინარე დაავადებები;

საშვილოსნოს ყელის კიბო.

საშვილოსნოს ყელის დაავადებების ხელშემწყობი (რისკის) ფაქტორები:

* სქესობრივი ცხოვრების დაწყება ადრეულ ასაკში;
* აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
* ხშირი აბორტები და მშობიარობა;
* ბევრი სხვადასხვა სქესობრივი პარტნიორი;
* ხშირი (კვირაში 5-ჯერ და მეტად) სქესობრივი ურთიერთობა სხვადასხვა პარტნიორებთან;
* სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები;
* თამბაქოს წევა;
* მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები;
* ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი მიღება.

საყურადღებოა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობის კვლევა ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან ტარდებოდა. მაგალითად, მე-19 საუკუნის იტალიელმა და კანადელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეს დაავადება თითქმის არ უვითარდებოდა ქალიშვილებს და მონაზვნებს.

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები (პროცესები):

საშვილოსნოს ყელის ეროზია (წყლული) საკმაოდ გავრცელებულია, შეადგენს გინეკოლოგიური დაავადებების 10-15%-ს. წარმოადგენს ყელის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, ვითარდება უხშირესად არხის მიმდებარე მიდამოში. ეროზიის წარმოშობის მიზეზი შეიძლება იყოს:

* მექანიკური: ლორწოვანი გარსის მთლიანობის დარღვევა ხშირი აბორტების, მშობიარობის, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალის ხანგრძლივად გამოყენების შედეგად;
* ჰორმონული: საერთო ჰორმონული ფონის დარღვევა ან ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების ხშირი გამოყენება;
* სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციები, განსაკუთრებით ვირუსული წარმოშობის.

საშვილოსნოს ყელის ეროზია შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:

* მცირედი სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი კონტაქტის შემდეგ;
* ტკივილი სქესობრივი კონტაქტის დროს;
* მენსტრუაციის დარღვევა: გახანგრძლივება, ჭარბი გამონადენი;
* ჩირქოვანი გამონადენი საშოდან (თანმხლები ინფექციის დროს)

ლეიკოპლაკია: მოთეთრო ლაქები ყელის ლორწოვან გარსზე, რასაც ეპითელიური უჯრედების გასქელება და “გარქოვანება" იწვევს.

ლეიკოპლაკია შეიძლება განვითარდეს:

* ჰორმონული დარღვევის ფონზე;
* ყელზე მექანიკური და ქიმიური ნივთიერებებით (სამკურნალო საშუალებები) ზემოქმედების შედეგად:
* სქესობრივი გზით გადამდები უმკურნალებელი ინფექციის ფონზე;
* ლეიკოპლაკია, როგორც წესი, მიმდინარეობს უსიმპტომოდ. შეიძლება აღმოჩნდეს გინეკოლოგიური გასინჯვის დროს.

პოლიპები: მომრგვალო ფორმის, სხვადასხვა ზომის, გლუვი კონტურების მქონე წანაზარდები

საშვილოსნოს ყელის ლორწოვან გარსზე, უხშირესად ყელის არხში. მათი წარმოშობის მიზეზი ძირითადად უცნობია, თუმცა მის განვითარებას ხელი შეიძლება შეუწყოს ყელზე მექანიკური და ქიმიური ფაქტორების ზემოქმედებამაც.

კონდილომები: საშვილოსნოს ყელის ვირუსული წარმოშობის (ადამიანის პაპილომა-ვირუსი) მეჭეჭები.

ეროზირებული ექტროპიონი: ვითარდება მშობიარობის ან აბორტების დროს საშვილოსნოს ყელის დაზიანების შედეგად: მისი ლორწოვანი გარსის მთლიანობა ირღვევა და ყელის არხი ამობრუნდება საშოსკენ.

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებების დიაგნოსტიკა:

* ექიმის-გინეკოლოგის კონსულტაცია, გასინჯვა;

* საშვილოსნოს ყელის არხის ენდოსკოპიური გამოკვლევა (კოლპოსკოპია);

* საშვილოსნოს ყელიდან აღებული მასალის ლაბორატორიული (ციტოლოგიური) გამოკვლევა;

ფონური დაავადებების მკურნალობა

საშვილოსნოს ყელის ფონური დაავადებები ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში ადვილად იკურნება. ტარდება როგორც ზოგადი მკურნალობა, ისე ადგილობრივი (საშოსმხრივი) გინეკოლოგიური პროცედურები:

* სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების მკურნალობა;
* ჰორმონული ფონის მოწესრიგება;
* თანმხლები დაავადებების მკურნალობა (მაგალითად, შაქრიანი დიაბეტი, ფარისებური ჯირკვლის ფუნქციის მოშლა და შინაგანი ორგანოების სხვა დაავადებები)
* დაზიანებული უბნის მოწვა ელექტრული დენით (ელექტროკოაგულაცია);
* დაზიანებულ არეზე დაბალი ტემპერატურის ზემოქმედება, დამუშავება თხევადი აზოტით (კრიოდესტრუქცია);
* დაზიანებული უბნის ლაზერული სხივით დამუშავება (ლაზეროდესტრუქცია);

უმკურნალებელ, შორსწასულ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს დაზიანების ადგილის სიმსივნური გადაგვარება.

საშვილოსნოს ყელის დისპლაზია

დისპლაზია, ანუ ყელის ლორწოვანი გარსის უჯრედების გადაგვარება ჰქვია ამ უჯრედების არანორმალურ ცვლილებას და გამრავლებას. ითვლება, რომ ეს საწყისია იმ პროცესისა, რომლის შედეგადაც ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ყალიბდება ავთვისებიანი სიმსივნე (კიბო). ამიტომ ასეთ ცვლილებებს “კიბოსწინარე პროცესსაც" უწოდებენ. თუმცა, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ დისპლაზია ყოველთვის არ გარდაიქმნება სიმსივნედ და ეს მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული დროულ დიაგნოზსა და სწორად წარმართულ მკურნალობაზე.

კიბოსწინარე პროცესი (დისპლაზია) შეიძლება იყოს მსუბუქი, ზომიერი (საშუალო) და მძიმე ხარისხის.

რა არის კიბო?

ჯანმრთელ ორგანიზმში ყველა ორგანოს და უჯრედს თავისი გარკვეული ფუნქცია აქვს, რაც მთლიანი ორგანიზმის ჰარმონიულ ცხოველქმედებას განაპირობებს.

კიბო არის დაავადება, რომელიც ყალიბდება ორგანიზმის "საშენი მასალის" - უჯრედების გადაგვარების და უწესრიგო, უკონტროლო გამრავლების შედეგად

საშვილოსნოს ყელის დაავადებები

საშვილოსნოს ყელის კიბო

საშვილოსნოს ყელის კიბო დღეს მთელ მსოფლიოში ქალთა ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. განვითარებად ქვეყნებში ის ქალების ყველაზე გავრცელებული სიმსივნეა.

მსოფლიოში ყოველ წელს საშვილოსნოს ყელის კიბოს დაახლოებით 370 ათასი დიაგნოზი ისმება.

განვითარებულ ქვეყნებში ამ დავადების გამო იღუპება 100 ათასი ადამიანიდან ერთი.

ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი შედარებით შემცირდა, რადგან კვლევის ახალი მეთოდების შემოღებამ შესაძლებელი გახადა კიბოს ადრეული დიაგნოსტიკა. საწყის ეტაპზე ამ დაავადების მკურნალობა საკმაოდ ეფექტურია: ქალს მკვეთრად უხანგრძლივდება სიცოცხლე, შეუძლია შეინარჩუნოს ნორმალური ცხოვრების წესი, შრომის და რიგ შემთხვევებში შვილოსნობის უნარიც.

საყურადღებოა, რომ:

საშვილოსნოს კიბო ყველაზე ხშირია 40 წლის ზევით ასაკში, თუმცა არის მისი შემთხვევები 20-30 წლის ასაკის ქალებშიც;

საშვილოსნოს ყელის კიბო 20 წლამდე ასაკის ქალებში თითქმის არ გვხვდება;

საშვილოსნოს ყელის კიბო უიშვიათესია ქალიშვილებში;

საშვილოსნოს ყელის დისპლაზიის დაწყებიდან კიბოს განვითარებამდე საშუალოდ 10-12 წელი გადის;

მოსახლეობის მასიურმა პროფილაქტიკურმა გასინჯვებმა მნიშვნელოვნად შეამცირა საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობა.

საშვილოსნოს ყელის კიბოს ხელშემწყობი (რისკის) ფაქტორები:

დღესდღეობით საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკის ძირითად ფაქტორად, და გარკვეულწილად მიზეზადაც, მიიჩნევენ ვირუსებს:

* ადამიანის პაპილომის ვირუსის (HPV) ზოგიერთი სახეობა (გენოტიპი);
* ჰერპესის ვირუსი;

უმკურნალებელი ფონური დაავადებები (იხილეთ ზემოთ);

ქალის სქესობრივი ცხოვრების თავისებურებანი:

* სქესობრივი ცხოვრების ადრეულად, 16 წლის ასაკამდე, დაწყება;
* აბორტები და მშობიარობა ადრეულ ასაკში;
* ხშირი აბორტები და მშობიარობა;
* უწესო სქესობრივი ცხოვრება: ბევრი სქესობრივი პარტნიორის ყოლა, პროსტიტუცია;
* დაუცველი სექსი.

უმკურნალებელი ანთებადი და ვენერიული დაავადებები;

ასაკი 55 წელს ზევით;

ცუდი საყოფაცხოვრებო პირობები;

თამბაქოს წევა;

საშვილოსნოს ყელის კიბო სხვადასხვა სტადიაზე შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი ნიშნებით:

* "ხორცის ნარეცხის" ფერი გამონადენი საშოდან მენსტრუალური ციკლის სხვადასხვა პერიოდში;
* სისხლიანი გამონადენი საშოდან სქესობრივი ურთიერთობის შემდეგ;
* ჩვეულთან შედარებით მნიშვნელოვნად გახანგრძლივებული მენსტრუაცია (7 დღეზე მეტი);
* ზოგადი ინტოქსიკაციის (მოწამვლის) ნიშნები: საერთო სისუსტე, უმადობა, სხეულის წონის კლება, ტემპერატურის მატება და სხვა;
* ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში.

ამ ნიშნებიდან ერთის ან თუნდაც რამდენიმეს არსებობა არ ნიშნავს, რომ გაქვთ კიბო. მაგრამ თუ რომელიმე მათგანმა შეგაწუხათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი დაავადების (მათ შორის კიბოსიც) ადრეულ სტადიაზე აღმოჩენა და მკურნალობა ბევრად უფრო ეფექტურია ვიდრე შორსწასულ შემთხვევებში.



მასალა სრულად იხილეთ მოცემულ წინადადებაზე გადასვლით - ssrss.ge - ს.ს რუსთავის სამშობიარო სახლი



რეიტინგი: 3.5/50
Счетчики: 30826 | დაამატა: nikucha | ტეგები: sashvilosnos yelis daavadebebi, mshobiaroba, sashvilosnos kelis daavadebebi, საშვილოსნოს ყელის დაავადებები, საშვილოსნოს ყელის ეროზია, sashvilosno, medicina
სულ კომენტარები: 5
5  
ვარ 67წლის. დამეწყო საშვილოსნოს ყელის წვა რისი მიზეზი შეიძლება ირყოს?

4  
4 dgea maqvs sashos shignit wva ra gaviketoo?

3  
gamarjobat....var 26 clis..daaxloebit 6tvis cin vimkurnale cylulze da bolos momiyines..moyinva damchirda orjer...exla viyavi kontrolze da isev agmomachda cyluli...ras davabralo ar iyo epekturi moyinva tu ras davabralo..mirchiet rame

2  
gamarjobat me var marina 51 wlis , ragac kitxva maqvs da iqneb gamcet pasuxi da damexmarot , sashvilosnoshi maqvs ragaca burtivit exla shevamchnie da ro vjdebi da davdivar mtkiva da rasheidzleba iyos an kibos raime statia xom ar aris sad

1  
diagnozi maqvs nilm,da sashishia es diagnozi?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...