Surogati Deda / სუროგატი დედა
ვინ არის სუროგატი დედა
სუროგატ დედებს ბავშვის გენეტიკასთან არავითარი კავშირი არ აქვთ, ისინი უშვილო წყვილებს მხოლოდ შვილის გაჩენაში ეხმარებიან და ამისთვის, რიგ ქვეყანებში სოლიდურ თანხას იღებენ. ზოგიერთ ქვეყანაში სუროგაცია კანონითაა აკრძალული. მაგალითად სუროგაციას კანონი კრძალავს შემდეგ ქვეყნებში: გერმანიაში, საფრანგეთში, ავსტრიაში, შვედეთში, ნორვეგიაში, იტალიასა და შვეიცარიაში. ისრაელში, კანადაში, დიდ ბრიტანეთში, საბერძნეთსა და ავსტრალიაში კანონი მხოლოდ კომერციულ სუროგაციას კრძალავს, თუმცა ალტრუისტი სუროგატი დედების დეფიციტის გამო, ამ ქვეყნებში სუროგაცია პრაქტიკულად მკვდარია. სუროგატთათვის ფულის გადახდა მიღებულია ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში: რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსში, ყაზახეთში. სუროგაცია, როგორც ოჯახის დაგეგმვის ერთ-ერთი ფორმა, საქართველოს კანონმდებლობითაც (1997 წელს მიღებული კანონი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ) დაშვებული და ნებადართულია. ამასთან, საქართველოში პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ. _______________________________________________ აღებულია საიტიდან : http : // surrogationcenter.com |
რეიტინგი: 4.0/4 |
Счетчики: 3420 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 1 | |
| |