ვაგინალური ჰისტერექტომია / vaginaluri histereqtomia
საშვილოსნოს ფიბრომიომის დროს მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევა ქირურგის მიერ გადაწყვეტილების მიღება რომელი მიდგომით აწარმოოს ოპერაცია – ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ექსტირპაცია).
ნებისმიერი მკურნალობის მეთოდის არჩევის შემთხვევაში განსაკუთრებით ქირურგიული, ექიმმა უნდა გაითვალისწინოს ავადმყოფის უსაფრთხოვება და ეკონომიური ეფექტურობა. თანამედროვე ლიტერატურული წყაროები ამტკიცებენ აზრს რომ საშოსმხრივი ჰისტერექტომია არის ყველაზე უფრო უსაფრთხო და ეკონომიურად ეფექტური მეთოდი საშვილოსნოს ამოსაკვეთად. ა.შ.შ.-ს უკანასკნელი მონაცემები აჩვენებს რომ აბდომინალური მიდგომით ჰისტერექტომია სრულდება შემთხვევების 66%-ში, საშოსმხრივი - 22% და ლაპარასკოპიული - 12%. ლაპარასკოპიული ჰისტერექტომიის დანერგვამდე აბდომინალური ჰისტერექტომია ა.შ.შ.-ში სრულდებოდა 65% შემთხვევაში ხოლო ვაგინალური – 35%. ლაპარასკოპიული მეთოდის დანერგვის მიზანი იყო რომ შემცირებულიყო აბდომინალური მიდგომით ჩატარებული ჰისტერექტომიების რიცხვი. დღევანდელი მონაცემებით ჰისტერექტომიის სხვადასხვა მეთოდი მიგვანისშნებს რომ უმეტეს შემთხვევაში ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია სრულდება იმ ვენებით რომელიც ადრე კეთდებოდა საშოსმხრივი მიდგომით. ყველა ჰისტერექტომიის ჩატარება არ თხოულობს რომელიმე კონკრეტულ მიდგომას, ზოგიერთ შემთხვევაში ჰისტერექტომია შესაძლებელია ჩატარდეს როგორც აბდომინალური ისე ლაპარასკოპიული ან ვაგინალური მიდგომით. მიუხედავად ამისა მრავლობითი რანდომიზირებული კვლევები აჩვენებს ვაგინალური ჰისტერექტომიის უპირატესობას. გონივრული იქნებოდა რომ ოპერაციული მიდგომის არჩევანი გააკეთოს პაციენტმა სრული ინფორმაციის მიღების შემდეგ. ქირურგიული ტექნიკის არცოდნა არ არის ვაგინალური ჰისტერექტომიის წინააღმდეგჩვენება. ტექნიკური სირთულეები ბევრ შემთხვევაში მიანიშნებს არა ვაგინალური ჰისტერექტომიის წინააღმდეგჩვენებაზე, არამედ არაკომპეტენტურობას და ოპერაციის გაკეთების სურვილის არქონას. ლაპარასკოპიული ჰისტერექტომია ითვლება მინიმალურ ინვაზიურ მეთოდათ. უფრო უსაფრთხოა თუ შევადარებთ აბდომინალურ ჰისტერექტომიას. მაგრამ ყველა გამოკვლევებით დასტურდება რომ ოპერაციის შედეგი ვაგინალური ჰისტერექტომიის შემთხვევაში უფრო უკეთესია ვიდრე ლაპარასკოპიით. ეს განპირობებულია უკეთესი კოსმეტიკური ეფექტით, სწრაფი გამოჯანმრთელებით და შედარებით უფრო ნაკლები ეკონომიური დანახარჯებით. დღევანდელ დღეს ეჭვგარეშეა რომ ჰისტერექტომია აბდომინალური მიდგომით მეტად ინვაზიურია, შედარებით ნაკლებად ინვაზიურია – ლაპარასკოპიული. ხოლო ვაგინალური მიდგომისას ინვაზია მინიმალურია. განივთარებულ ქვეყნებში ჰისტერექტომიისას ვაგინაური მიდგომა შეადგენს 70% ხოლო აბდომინალური და ლაპაასკოპიული 30%. ვაგინალური ჰისტერექტომია(საშვილოსნოს ამოკვეთა განაკვეთის გარეშე) - ოპერაციულ გინეკოლოგიაში არის ოქროს სტანდარტი. |
რეიტინგი: 5.0/2 |
Счетчики: 3280 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |