გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

საშვილოსნოს ფიბრომიომა – ოპერაციული მკურნალობის მიდგომის გზები / sashvilosnos fibrioma - operaciuli mkurnalobis midgomis gzebi

center
საშვილოსნოს ექსტირპაცია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოებადი ქირურგიული პროცედურაა. მაგალითად ა.შ.შ.-ში კონსერვატიული თერაპიის მეთოდების გაზრდის მიუხედავად წელიწადში დაახლოებით 600 000 ჰისტერექტომია კეთდება.

საშვილოსნოს ექსტირპაციის მიდგომის გზები რამდენიმენაირია. ის შეიძლება გაკეთდეს საშოსმხრივი, მუცელკვეთის (აბდომინალური) მიდგომით, ლაპარასკოპიული ან ქირურგიული რობოტის ასისტენციით. მიდგომის გზის არჩევა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე რომელიც მოიცავს უსაფრთხოებას, დანახარჯების შემცირებასა და პაციენტის სამედიცინო მოთხოვნილებების გათვალისწინებას.

სამედიცინო ლიტერატურის, პერიოდული გამოცემებისა და კონკრეტული შემთხვევების ანალიზი მოწმობს რომ საშვილოსნოს საშოსმხრივი ექსტირპაცია ყველაზე უსაფრთხო, ნაკლებდანახარჯიანი მეთოდია სხვა ზემოთ ჩამოთვლილ მიდგომის გზებთან შედარებით, თუ კონკრეტული შემთხვევა იძლევა მისი არჩევის საშუალებას.

სარწმუნო ინფორმაციის არსებობის მიუხედავად მუცელკვეთის გზით ჩატარებული ჰისტერექტომიის პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე მაღალია – 66%, საშოსმხრივის – 22% და ლაპარასკოპიულის – 12%.

გასათვალისწინებელია ის ფაქტი რომ პროცენტული მაჩვენებლები ცალკეული კლინიკის მაგალითზე აბსოლუტურად განსხვავებული იყოს, რადგან პრაქტიკოსი ექიმი შეიძლება განეკუთვნებოდეს სკოლას რომლისთვისაც პრიორიტეტულია ერთი რომელიმე მიდგომის მეთოდი.

საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაციის ყველაზე ხშირი ჩვენებებია საშვილოსნოს სიმპტომური ლეიომიომა, ენდომეტრიოზი და საშვილოსნოს პროლაფსი.

უკუჩვენებები:

არ არსებობს აბსოლუტური უკუჩვენება საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაციისა, თუმცა არსებობს მრავალი ფაქტორი რომელიც ქურირგს აიძულებს უარი თქვას ვაგინალურ მიდგომაზე:

ექიმის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების არქონა.
საშვილოსნოს წვდომადობა.
რამდენად სცილდება დაავადების საზღვრები საშვილოსნოს.
საშვილოსნოს ზომა და ფორმა.
მიდგომის სხვა გზების საჭიროება.
პაციენტის სურვილი აირჩიოს სხვა მეთოდი.

ზოგიერთი ავტორის აზრით წინააღმდეგჩვენებებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

მკვეთრად გადიდებული საშვილოსნო.
არანამშობიარები საშო.
გადატანილი საკეისრო კვეთა.
საშოს ვიწრო არხი.
სიმფიზის ვიწრო რკალი.

დამატებით წინააღმდეგჩვენებებს შეიძლება მივაკუთვნოთ საშვილოსნოს დანამატების(ფალოპის მილისა და საკვერცხის) დაავადებები, მძიმე ფორმის ენდომეტრიოზი, მენჯის ღრუს შეხორცებითი დაავადება, სალპინგო-ოოფორექტომიის წარმოების საჭიროება.

როდესაც სახეზეა ზემოთაღნიშნულიდან რომელიმე ფაქტორი, ექიმს ურჩევნია კარგი ვიზუალიზაციის მიზნით გააკეთოს მუცელკვეთა ან ლაპარასკოპიული დიაგნოსტიკა და შემდეგ გადავიდეს ჰისტერექტომიაზე უკვე არჩეული მიდგომის გზის გამოყენებით. უნდა აღინიშნოს რომ ასეთ შემთხვევაში ოპტიმალური გამოსავალია საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაცია ლაპარასკოპიული ასისტენციით.

The Cochrane Collaboration-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების ანალიზის შედეგების მიხედვით საშვილოსნოს საშოსმხირივი ექსტირპაცია საუკეთესო მიდგომის გზაა თუ ამის საშუალებას იძლევა შემთხვევა, თუ არა და სასურველია ექიმმა აირჩიოს ლაპარასკოპიული მიდგომა.
საშვილოსნოს ექსტირპაციისას მიდგომის გზების განსხვავებები
საშოსმხირივი საშვილოსნოს ექსტირპაციის შედარება აბდომინალურთან
- საავადმყოფოში დაყოვნების მოკლე პერიოდი.
- სწრაფი გამოჯანმრთელება.
- არასპეციფიური ინფექციის ან ასეპტიური ანთების გავრცელების დაბალი რისკი.
საშოსმხირივი საშვილოსნოს ექსტირპაციის შედარება ლაპარასკოპიულთან
- ოპერაციის ხანგრძლივობის მოკლე პერიოდი.
ლაპარასკოპიული ექსტირპაციის შედარება აბდომინალურთან
- სწრაფი გამოჯანმრთელება.
- საავადმყოფოში დაყოვნების მოკლე პერიოდი.
- ჰემოგლობინის მაჩვენებლის მცირე ცვლილება.
- სისხლის მცირედი დანაკარგი.
- არასპეციფიური ინფექციის ან ასეპტიური ანთების გავრცელების დაბალი რისკი.
- ქვედა საშარდე გზების დაზიანების მაღალი რისკი.

ასევე უნდა აღინიშნოს რომ ბევრი ექიმი მერყეობს საშოსმხრივი მიდგომის არჩევისას როდესაც არის არანამშობიარები საშო, ანამნეზში პაციენტს აღენიშნება მენჯის ღრუზე ჩატარებული ოპერაციები(მათ შორის საკეისრო კვეთაც), ზომეირად გადიდებული საშვილოსნო ან როდესაც საჭიროა ოოფორექტომიის წარმოებაც.

შემთხვევები, რომლის დროსაც მიღებულ იქნა ჰისტერექტომიის წარმოების გადაწყვეტილება, ყოველთვის არ ეფუძვნება კონკრეტული პაციენტის მდგომარეობას და დაავადების სიმძიმეს.

ისმის კითხვა თუ რატომ არ არის საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაცია დომინანტური ოპერაცია იმ შემთხვევებში როდესაც არ არსებობს უკუჩვენება საშოსმხრივი მიდგომის ასარჩევად. მაინც არსებობს რიგი ფაქტორებისა რის გამოც ექიმები თავს იკავებენ მისი განხორიცელებისაგან. ასეთებს შეიძლება მივაკუთვნოთ:

გაიდლაინის არ არსებობა რომელიც ზუსტად და მკაფიოდ განსაზღვრავს კონკრეტულ შემთხვევასი თუ როელი მიდგომის გზა უნდა იქნეს გამოყენებული.
თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების არქონა.
ზინააღმდეგობების არსებობა საშოსმხრივი გზის მხრიდან – მკვეთრად გაზრდილი საშვილოსნო, არანამშობიარები საშო ან საშვილოსნოს პროლაფსის არარსებობა.
მკურნალი ექიმის მუშაობის სტილი, რაშიც იგულისხმება ექიმის პროფესიონალიზმის დონე, პრაქტიკული უნარ-ჩვევები და შეხედულებები.

მომდევნო გვერდზე მოყვანილია გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ალგორითმი, რათა ოპტიმალურად იქნეს შერჩეული ჰისტერექტომიის მიდგომის მეთოდი საშვილოსნოს კეთილთვისებიანი ზრდის შემთხვევების საკმკურნალოდ. ასეთი შემთხვევების დაახლოებით 77-89%-ში შესაძლებელია მიდგომის გზად აირჩეს საშოსმხრივი გზა.

საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაციის გაზრდის შემთხვევაში მნიშვნელოვნად მცირდება კლინიკისა და პაციენტის მიერ გაღებული დანახარჯები, აგრეთვე პაციენტისათვის საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაცია ნიშნავს ნაკლებ ტკივილს, გართულებების მინიმალურ რაოდენობას, სწრაფ რეაბილიტაციას და შრომისუნარიანობის აღდგენას.

როდესაც ექიმი წყვეტს ექსტირპაციის მიდგომის გზად აირჩიოს საშოსმხრივი მიდგომა, მას მოუწევს პასუხი გასცეს სამ კრიტიკულ შეკითხვას:

შესაძლებელია თუ არა საშვილოსნოს ამოკვეთა ტრანსვაგინალურად?
პათოლოგია შემოსაზღვრულია მხოლოდ საშვილოსნოთი თუ გავრცელებულია მეზობელ ორგანოებზე?
არის თუ არა ლაპარასკოპიული ასისტენციის საჭიროება საშვილოსნოს საშოსმხრივი ამოკვეთის პროცესში.



მასალის დამატებითი ტეგები: მედიცინა, medicina, გინეკოლოგია, ginekologia, ვაგინალური ქირურგია, vaginaluri qirurgia, ვაგინალური ჰისტერექტომია, vaginaluri histereqtomia, ლეიომიომა, leiomioma, მიომა, mioma, საშვილოსნოს გამოვარდნა, sashvilosnos gamovardna, საშვილოსნოს დაწევა, sashvilosnos daweva, sashvilosnos datseva, sashvilosnos daceva, საშვილოსნოს ექსტირპაცია, sashvilosnos eqstirpacia, საშვილოსნოს მიომა, sashvilosnos mioma, საშოს კედლების დაწევა, sashos kedelbis datseva, sashos kedelebis daweva, sashos kedlebis daceva, ფიბრომიომა, fibromioma, შარდის შეუკავებლობა, shardis sheukavebloba



რეიტინგი: 0.0/0
Счетчики: 7725 | დაამატა: nikucha | ტეგები: საშვილოსნოს ექსტირპაცია, ვაგინალური ჰისტერექტომია, მიომა, ლეიომიომა, საშვილოსნოს დაწევა, ვაგინალური ქირურგია, საშ, საშვილოსნოს გამოვარდნა, გინეკოლოგია
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...