გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

საშოსმხრივი ჰისტერექტომია – თანამედროვე ტენდენციები / sashosmkhrivi histereqtomia - tanamedrove tendenciebi

center
პაციენტ ქალებში საკეისრო კვეთის შემდეგ ჰისტერექტომია ყველაზე გავრცელებული და ზოგადად პაციენტებში ქოლეცისტექტომია და აპენდექტომიასთან ერთად ყველაზე ხშირად ჩატარებული ინტრა-აბდომინალური ოპერაციაა. გინეკოლოგების უმრავლესობა დღესაც ჰისტერექტომიისათვის მიდგომის გზად ირჩევს ლაპარატომიას(მუცლის წინა კედლის გაკვეთას), მიუხედავად მრავალი ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ მოწოდებული ლაპარატომიის თავიდან აცილების რეკომენდაციებისა, მხოლოდ იმ შემთხვევების გარდა როდესაც საშოსმხრივი ან ლაპარასკოპიული მიდგომა გამორიცხულია. იბადება კითხვა რატომ არის პრაქტიკაში ამ შეთანხმების საწინააღმდეგო ტენდენცია.

ვაგინალურ ქირურგიას დიდი პოტენციალი აქვს საშვილოსნომდე მიდგომის კუთხით და აკმაყოფილებს მინიმალური ინვაზიური ქირურგიის კრიტერიუმებს. საშო არის ბუნებრივი ღრუ, საშუალებას იძლევა ოპერაცია გაკეთდეს მუცლის წინა კედელზე განაკვეთის გარეშე.

საშო შეიძლება განვიხილოთ როგორც ე.წ. “ტროაკარ პორტი” რომელიც საშვილოსნოზე მანიპულაციების ჩატარების, მენჯის გაკვეთისა და პრეპარატის ორგანიზმიდან ადვილად გამოტანის საშუალებას იძლევა. ვაგინალური ჰისტერექტომია არის ყველაზე უსაფრთხო მეთოდი და აქვს შეფარდების საუკეთესო მაჩვენებელი დანახარჯსა და ეფექტურობას შორის. ეს ყველაფერი განაპირობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის პრიორიტეტულობას. არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული ფაქტების საკმაოდ დიდი რაოდენობა რომელიც ცხადყოფს რომ საშოსმხრივ და შემდეგ ლაპარასკოპიულ ჰისტერექტომიას აქვს გაცილებით დაბალი გართულების პროცენტული მაჩვენებელი, ნაკლები პოსტოპერაციული ტკივილი, გამოჯანმრთელებისა და შრომისუნარიანობის აღდგენის მოკლე პერიოდი ლაპარატომიულ ჰისტერექტომიასთან შედარებით და გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ უკანასკნელ შემთხვევაში უნდა განვიხილოთ მისი წარმოების საკითხი.

მიუხედავად ზემოთთქმულისა ლაპარატომიული ჰისტერექტომიას მაინც პირველი ადგილი უკავია და საშვილოსნოს კეთილთვისებიანი დაავადებების გამო წარმოებული ჰისტერექტომიების 60-70%-ს აღწევს. არის თუ არა ამის მიზეზი შესაბამისი ქირურგიული უნარჩვევების არცოდნა რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემა და აყალიბებს სტერეოტიპებს? სამწუხაროდ მიდგომის გზის არჩევა დიდი ხარისხით დამოკიდებულია ექიმის ცოდნის ხარისხზე და არა იმაზე თუ რომელი მეთოდია ოპტიმალური კონკრეტულ პაციენტთან მიმართებაში.

საკვანძო საკითხები:

ჰისტერექტომია ერთ-ერთი ყველაზე ხშირად წარმოებადი ოპერაციაა მდედრობითი სქესის მოსახლეობაში. მიუხედავად იმისა რომ მრავალი ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების მიხედვით საშოსმხრივი საშვილოსნოს ექსტირპაცია ყველაზე ეფექტურია, ლაპარატომიული მიდგომის პროცენტული მაჩვენებელი მაინც ყველაზე მაღალია.
ბოლო პერიოდში მომრავლებული კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების, ისეთი როგორიც არის საშვილოსნოს შიდა ჰორმონალური სპირალი, ენდომეტრიუმის აბლაცია, საშვილოსნოს სისხლძარღვების ემბოლიზაცია, ხარჯზე რომელიც უფრო უსაფრთხო და ფინანსურად უფრო ეფექტურია ხდება ჰისტერექტომიის პროცენტული მაჩვენებლის შემცირება.
ოპერაციის პირველი ჩვენება მენორარგიაა, რომელსაც მიზეზად უდევს საშვილოსნოს მიომა და ადენომიოზი. სხვა ჩვენებებია პროლაფსი და ავთვისებიანი წარმონაქმნები.
იმ შემთხვევებში როდესაც მენონრარგიის სამკურნალოდ საჭიროა ხანგრძლივი კონსერვატიული თერაპია ან ენდომეტრიუმის აბლაცია, საშვილოსნოს საშოსმხრივი ექსტირპაცია ყველაზე ნაკლებ-დანახარჯიანი და ეფექტური მკურნალობის მეთოდია.
ჰისტერექტომიისას მიდგომის მეთოდებში ვაგინალური გზა არის ყველაზე ეფექტური და ნაკლებ-დანახარჯიანი თითქმის ყველა ჩვენების დროს.
მიდგომის მეთოდის არჩევისას საშოსმხრივი გზა საუკეთესო ვარიანტია, ხოლო ლაპარასკოპიული – იმ შემთხვაში როდესაც სახეზეა საშოსმხრივი მიდგომის ნაწილობრივი ან აბსოლუტური წინააღმდეგჩვენება.
ნამშობიარები საშო, საშვილოსნოს ზომები, საშოს ანამტომიური თავისებურებები, მენჯის ღრუს მობილურობა, მენჯის ღრუს დაავადებები ან გადატანილი ოპერაცია მენჯის ღრუში – ეს ის მთავარი ფაქტორებია რომელიც განაპირობებს ჰისტერექტომიის მიდგომის გზის არჩევას. მაგრამ პრაქტიკაში გადამწყვეტ ფაქტორად გვევლინება ექიმის პრაქტიკა და უნარ-ჩვევების ცოდნა.
აბდომინალური ჰისტერექტომიის არჩევისას გადამწყვეტი ფაქტორია საშვილოსნოს ზომა, მაგრამ მის შედარებით უსაფრთხო და ეფექტურ ალტერნატივად ითვლება ვაგინალური ჰისტერექტომიის დროს საშვილოსნოს მორცელაცია – დაქუცმაცება და ნაწილ-ნაწილ გამოტანა.
ჰისტერექტომიის დროს საკვერცხეების შენარჩუნება თუნდაც 65 წლის ასაკამდე ზრდის სიცოცხლისუნარიანობას და ამცირებს გულსისხლძარღვთა დაავადებებისა და ოსტეოპოროზის(მენჯის მოტეხილობების) რისკს.
აბდომინალური ჰისტერექტომია უნდა იყოს არჩეული მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც კონკრეტული კლინიკური შემთხვევა ან პაციენტის სურვილი არ იძლევა საშოსმხრივი ან ლაპარასკოპიული ჩარევის საშუალებას.

ჰისტერექტომიის პროცენტული მაჩვენებელი მცირდება ახალი კონსერვატიული მკურნალობის მეთოდების დანერგვასთან ერთად. როდესაც მკურნალობის მეთოდად ხდება ჰისტერექტომიის არჩევა – არსებობს მრავალი ასპექტი რომლთა გათვალისწინებითაც უნდა შეირჩეს საუკეთესო მიდგომის მეთოდი კონკრეტული შემთხვევისათვის.

აგრეთვე საჭიროა გინეკოლოგი ფლობდეს მიდგომის ყველა მეთოდს, რადგან უნარჩვევების არქონამ არ შეუშალოს ხელი არჩევანის მიღებაში.



მასალის წყარო: გინეკოლოგ - შოთა ნაცვლიშვილის ბლოგი



მასალის დამატებითი ტეგები: მედიცინა, medicina, გინეკოლოგია, ginekologia, ვაგინალური ქირურგია, vaginaluri qirurgia, ვაგინალური ჰისტერექტომია, vaginaluri histereqtomia, ვაგინოპლასტიკა, vaginoplastika, ლეიომიომა, leimioma, მიომა, mioma, პროლაფსი, prolafsi, საშვილოსნოს არტერიის ემბოლიზაცია, sashvilosnos arteriis embolizacia, საშვილოსნოს გამოვარდნა, sashvilosnos gamovardna, საშვილოსნოს დაწევა, sashvilosnos daweva, sashvilosnos daceva, sashvilosnos datseva, საშვილოსნოს ექსტირპაცია, sashvilosnos eqstirpacia, საშვილოსნოს მიომა, sashvilosnos mioma, საშოს კედლების დაწევა, sashos kedlebis daweva, sashos kedlebis daceva, sashos kedlebis datseva, ფიბრომიომა, fibromioma, შარდის შეუკავებლობა, shardis sheukavebloba



რეიტინგი: 5.0/2
Счетчики: 5425 | დაამატა: nikucha | ტეგები: ფიბრომიომა, გინეკოლოგია, მედიცინა, ვაგინალური ქირურგია, შარდის შეუკავებლობა, medicina, fibromioma, vaginaluri qirurgia, shardis sheukave, ginekologia
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...