გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ვერტიკალური მშობიარობა / vertikaluri mshobiaroba - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?

center
ვერტიკალური მშობიარობა - ახალი თუ კარგად დავიწყებული ძველი?"ვერტიკალური მშობიარობის" გაგონებისას ალბათ ბევრი ქალი ფიქრობს, რომ ეს ძალიან მოუხერხებელია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ოდითგანვე ქალები ამ მდგომარეობაში მშობიარობდნენ და მხოლოდ უკანასკნელი 300 წლის მანძილზე აკეთებდნენ ამას ისე, როგორც ახლა.

უძველესი დროიდან აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ხალხებში მშობიარობის ტრადიციული პოზა იყოს მუხლებზე დადგომა. ხოლო გერმანიაში და ჰოლანდიაში ამისათვის იყენებდნენ სპეციალურ სკამს, რომელსაც ფეხების ჩამოსადები ჰქონდა და რომლის დასაჯდომიც ძალიან ჰგავდა ახლანდელ უნიტაზს. ინდოეთში კი ფიქრობდნენ, რომ ყველაზე მოსახერხებელი იყო, თუ ხეზე დაკიდებული იმშობიარებდნენ.

თუმცაღა მედიცინა ერთ ადგილზე არ იდგა და ექიმებმა ნელ-ნელა დაიწყეს თავისი ცოდნის გამოყენება და თუ ძველები ფიქრობდნენ, რომ ეს პროცესი ბუნებრივი იყო და ჩარევას არ საჭიროებდა, ექიმები პირიქით, ფიქრობდნენ რომ საჭირო იყო მისი სრულყოფა.

მათ დასახმარებლად შესთავაზეს ქალებს სამშობიარო მაშები და გაუტკივარება მორფით, ქლოროფორმით და ეფირომით. რამდენადაც ამ მეთოდების გამოყენება ვერტიკალურ მდგომარეობაში შეუძლებელი იყო, მის მაგივრად გამოჩნდა ჰორიზონტალური, რომელიც მოსახერხებელია ექიმისათვის, მაგრამ არა დედისათვის და პატარასათვის. ასე გადაიქცა მშობიარე ქალი ატიური მონაწილედან პასიურ პაციენტად.

რითი იყო კარგი ვერტიკალური მშობიარობა, თუ ქალებმა მრავალი წლის შემდეგ გადაწყვიტეს დაებრუნებინათ უფლება იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში იმშობიარონ. ყველაზე თვალსაჩინო უპირატესობა, ეს არის დედამიწის მიზიდულობის ძალის დახმარება როგორც ტკივილის დროს, ისე მშობიარობისას. რა თქმა უნდა ბევრად ადვილია როცა ბავშვი სიმძიმის ძალის ზეწოლის მეშვეობით მოძრაობს ქვემოთ, ვიდრე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, როცა დედა ცდილობს "გამოაგდოს" იგი მაღლა აწეული ფეხებით.

ვერტიკალური მშობიარობისას ბავშვი თავისი წონით აწვება საშვილოსნოს ყელს და ეხმარება სწაფ გახსნაში. საბოლოო ჯამში სამშობიარო ტკივილების პირველი პერიოდი 2-3 საათით მცირდება, ხოლო დედა ნაკლებ ენერგიას ხარჯავს და ძალებს ზოგავს, რომლებიც მას კიდევ დასჭირდება. ეს დადებითად აისახება ბავშვზეც, რადგან ყოველი შეტევისას მას უწყდება ჟანგბადის მიწოდება.

ჰორიზონტალური მდგომარეობისაგან განსხვავებით, ვერტიკალურის დროს მცირდება საშვილოსნოს ზეწოლა მსხვილ სასხლძარღვებზე, რაც დადებითად აისახება სისხლის მიმოქცევაზე და წყვეტს ჰიპოქსიის (ჟანგბადის უკმარისობა) წარმოქმნას.

თუ მშობიარობის პირველი პერიოდი მცირდება, მეორე პერიოდი, ანუ უშუალოდ მშობიარობის დრო იზრდება დაახლოებით 20-30 წუთით. ეს კი ნიშნავს, რომ ბავშვის გადაადგილება უფრო ნელა ხდება და შედეგად სამშობიარო ტრავმების რისკი მცირდება როგორც ბავშვისათვის, ისე დედისათვის.

მესამე პერიოდში ვერტიკალური მშობიარობისას პლაცენტა ბევრად სწრაფად შორდება, ამიტომ სისხლის დანაკარგი მნიშვნელოვნად მცირდება და 100-150 მილიგრამს შეადგენს. ნორმალური მშობიარობისას კი ჰორიზონტალურ მდგომარეობაში იკარგება დაახლოებით 250 მილიგრამი.

ასე რომ, ბევრად მეტი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ მას ბუნებრივი ვუწოდოთ. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ არსებობს უკუჩვენებებიც, რასაც ნებისმიერი გართულება წარმოადგენს: ვერტიკალური მშობიარობა არ შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ ორსულს აღენიშნება: ნაყოფის ჰიპოქსია, ნაადრევი მშობიარობა, სამშობიარო მაშების გამოყენების აუცილებლობა. ამ შემთხვევებში მშობიარესათვის აუცილებელია ჰორიზონტალური მდგომარეობა.

რა პოზები უმდა მიიღოს ქალმა ვერტიკალური მშობიარობისას? ალბათ ბევრი ფიქრობს, რომ ეს აუცილებლად ფეხზე მდგომმა უნდა გააკეთოს, მაგრამ სინამდვილეში ამისათვის ბევრი ვარიანტი არსებობს.

პირველ პერიოდში ქალს შეუძლია სიარული, დგომა, საწოლზე დაყრდნობა, მუხლებზე ჩაჯდომა. თუმცა ეს შესაძლებელია ჰორიზონტალური მშობიარობის დროსაც, რადგან აქტიური მოძრაობა ამცირებს ტკივილს.

ვერტიკალური მშობიარობის დროს მეორე პერიოდი ძალიან განსხვავდება ტრადიციულისაგან: ამ დროს ქალს შეუძლია იდგეს მუხლებზე, ან ოთხზე, ჩაიმუხლოს ან დაჯდეს სპეციალურ სავარძელში. ანატომიის თვალსაზრისით ის პოზაა უკეთესი, როცა მშობიარე მუხლებით დგას საწოლზე, ოდნავ წინაა გადახრილი და ხელებით საწოლის საზურგეს ეყრდნობა. ამ დროს ექიმი დგას მის უკან და იღებს მშობიარობას.

პლაცენტის მოშორების დროს ქალი ჩვეულებრივად ზის და ჩვილი მკერდთან ყავს ჩახუტებული. ვერტიკალური მდგომარეობა და მკერდის სტიმულაცია - კვების ხარჯზე, იწვევს საშვილოსნოს უფრო ინტენსიურ შეკუმშვებს, რაც თავის მხრივ მომყოლის სწრაფ გამოსვლას იწვევს.

ვერტიკალური მშობიარობის აშკარა უპირატესობების მიუხედავად ჩვენთან ამ მეთოდმა ჯერ ვერ მიაღწია საყოველთაო აღიარებას, თუმცა, ყველაფერი წინაა.

ბედნიერ დედობას გისურვებთ!



მასალის წყარო: Narkozi.com



რეიტინგი: 5.0/1
Счетчики: 2034 | დაამატა: nikucha | ტეგები: მედიცინა, mshobiaroba, ორსულობა, медицина, medicina, orsuloba, orsuli, ორსული, მშობიარობა, беременность
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...