გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა და მშობიარობა

center
საკეისრო კვეთის ჩვენებების მომატებამ ხელი შეუწყო საკეისრო კვეთის პროცენტულ ზრდას, რის შედეგადაც პრობლემატური გახდა – გადატანილი საკეისრო კვეთის შემდგომი ბუნებრივი სამშობიარო გზებით მშობიარობა.

მეცნიერული კვლევების მიხედვით, ქალების 40-80% რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ ოპერაციული ჩარევა საშვილოსნოზე(კონსერვატიული მიომექტომია, საკეისრო კვეთა და სხვა) მშობიარობენ ბუნებრივი სამშობიარო გზით.

დადგენილია რომ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაცია(აღდგენა) სრულდება 6-8 თვეში, ამიტომ მშობიარობის დაგეგმვა შესაძლებელია ერთი წლის შემდეგ. ფაქტორები რომლებიც მოქმედებენ საშვილოსნოს მიომეტრიუმის რეპარაციულ პროცესებზე, შეგვიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

არაოპერაციული: ესტრაგენიტანული დაავადება, ორსულობისა და მშობიარობის გართულება, ინფექცია, მიომეტრიუმის საწყისი მდგომარეობა, მშობიარეს იმუნოდეფიციტი.
ოპერაციული: განაკვეთის ანატომიური მდებარეობა, საკერავი მასალის ტიპი, მიომერიუმის აღდგენის მეთოდი, ჭრილობის იზოლირება, ჭრილობის განაკვეთში ქსოვილების იშემია და ზეწოლა.

მიზეზი(ჩვენება) რის გამოც განმეორებითი ორსულობა მთავრდება საკეისრო კვეთის გზით, არის პირველი საკეისრო კვეთის შემდგომი საშვილოსნოს ნაწიბურის არასრულფასოვნება ან იგივე დაავადების, მდომარეობის განმეორება მშობიარობისას.

განმეორებითი ორსულობის პერიოდში ნაწიბურის მდგომარეობაზე მონიტორინგი შესაძლებელია ულტრაბგერითი ან მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევით, რომელიც უნდა ჩატარდეს 37-38 კვირის ორსულობის პერიოდში.

საკეისრო კვეთის შემდგომი ორსულობა, მშობიარობის მართვა სპეციფიურია და თხოულობს განსაკუთრებულ ყურადღებას.


რეიტინგი: 3.8/5
Счетчики: 3684 | დაამატა: nikucha | ტეგები: mshobiaroba, ორსულობა, საკეისრო კვეთა, საკეისრო კვეთის შემდეგ ორსულობა, orsuloba, sakeisro kveta, მშობიარობა, sakeisro
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...