რევმატიზმი / Rheumatism / Ревматизм
რევმატიზმი – შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადება, რომელიც მიმდინარეობს გულის უპირატესი დაზიანებით. ავადდებიან ძირითადად ბავშვები და ახალგაზრდა ქალები,- 3-ჯერ უფრო ხშირად, ვიდრე მამაკაცები.
რევმატიზმი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მწვავე ფორმების დროს ძირითადი ეტიოლოგიური ფაქტორია – А ჯგუფის ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი. ავადმყოფებთან, რომელთაც აღენიშნებათ რევმოკარდიტის უწყვეტად მორეციდივე ფორმები, კავშირი სტრეპტოკოკთან ხშირად ვერ ვლინდება. ამგვარ შემთხვევებში გულის დაზიანებას, როგორც ჩანს აქვს სხვა წარმოშობა-ალერგიული, ინფექციურ-ტოქსიკური, ვირუსული. რევმატიზმის განვითარებაში არსებით როლს ასრულებენ იმუნური დარღვევები, თუმცა პათოგენეზის კონკრეტული ეტაპები გარკვეული არ არის. ვარაუდობენ, რომ მასენსიბილიზირებელმა აგენტებმა (სტრეპტოკოკი, ვირუსი, არასპეციფიკური ანტიგენები და სხვ.) შესაძლოა გამოიწვიონ გულში იმუნური ანთება, შემდეგ კი მისი კომპონენტების ანტიგენური თვისებების ცვლილებები, მათი ავტოანტიგნებად გარდაქმნითა და ავტოიმუნური პროცესის განვითარებით. რევმატიზმის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლს ასრულებს გენეტიკური წინასწარგანწყობა. რევმატიზმის დროს სისტემური ანთებითი პროცესი მორფოლოგიურად ვლინდება შემაერთებელი ქსოვილის დამახასიათებელი ფაზური ცვლილებებით (მუკოიდური შეშუპება – ფიბროზული ცვლილება – ფიბრინოიდული ნეკროზი) და უჯრედული რეაქციებით (ინფილტრაცია ლიმფოციტებითა და პლაზმოციტებით, აშოფ-ტალალაევის გრანულომების წარმოქმნა). ფიბრინოიდული ცვლილებების სტადიიდან სრული ქსოვილოვანი რეპარაცია შეუძლებელი ხდება და პროცესი მთავრდება სკლეროზირებით. რევმატიზმი – კლინიკური სურათი. ტიპიურ შემთხვევებში დაავადება ვითარდება ანგინის ან იშვიათად სხვა ინფექციის გადატანიდან 1-3 კვირის შემდეგ. განმეორებითი შეტევების დროს ეს ვადა შესაძლოა შემცირდეს. ზოგიერთ ავადმყოფთან პირველადი რევმატიზმიც კი წარმოიქმნება გაცივებიდან 1-2 დღის შემდეგ, რაიმე ინფექციასთან კავშირის გარეშე. დაავადების რეციდივები ხშირად ვითარდება ნებისმიერი ინტერკურენტული დაავადების, ოპერაციული ჩარევის, ფიზიკური გადატვირთვის შემდეგ. რევმატიზმის ყველაზე უფრო დამახასიათებელი ,,ძირითადი სინდრომი“ არის მსხვილი სახსრების მწვავედ მიგრირებადი და სრულად შექცევადი პოლიართრიტი, ზომიერად გამოხატული კარდიტით. დაავადების დასაწყისი მწვავეა, იშვიათად ქვემწვავე. სწრაფად ვითარდება პოლიართრიტი, რასაც ახლავს ტემპერატურის მომატება 38-400 С, რომელიც მერყეობს 1-2 0 С-ით, შემცივნების გარეშე. რევმატიული პოლიართრიტის პირველი სიმპტომია მწვავე ტკივილი სახსრებში, რომელიც ძლიერდება მცირედი პასიური და აქტიური მოძრაობისას და არანამკურნალებ ავადმყოფებში აღწევს განსაკუთრებულ სიძლიერეს. ტკივილებს უერთდება რბილი ქსოვილების შეშუპება სახსრების მიდამოში, თითქმის ერთდროულად ვლინდება ექსუდაცია სახსრის ღრუში. დაზიანებული სახსრის ზევით კანი ცხელი, პალპაციით მტკივნეულია, ტკივილის გამო მოძრაობა ძლიერ შეზღუდულია. დამახასიათებელია მსხვილი სახსრების სიმეტრიული დაზიანება – მუხლის, სხივ-მაჯის, ტერფ-წვივის, იდაყვის. დამახასიათებელია ანთებითი ცვლილებების ,,ფრენა“, რომელიც ვლინდება ართროზული მოვლენების სწრაფი უკუგანვითარებით ერთ სახსარში და ისეთივე სწრაფი ზრდით სხვებში. სახსრის ყველა გამოვლინებები გაივლის უკვალოდ; მკურნალობის გარეშეც კი იგი გძელდება არა უმეტეს 2-4 კვირისა. თანამედროვე თერაპიის დროს რევმატიული პოლიართრიტის კლინიკური სიმპტომები შესაძლოა მოიხსნას პირველივე დღეების განმავლობაში. ვარაუდობენ, რომ მწვავე რევმატიზმის დროს პოლიართრიტი ვითარდება 60-70%-ში. სახსროვანი მოვლენების ჩაცხრომასთან ერთად პირველ ადგილზე გამოდის გულის რევმატიზმი დაზიანების არც თუ მკაფიო სიმპტომები, რომელიც ითვლება განსაკუთრებულად ხშირ, და მრავალ ავადმყოფთან რევმატიზმის ერთადერთ ორგანულ გამოვლინებად. რევმატიული რევმოკარდიტი, გულის თანმხლები მანკის გარეშე, მოზრდილებში მიმდინარეობს, როგორც წესი მსუბუქად. ძირითადი ჩივილებია: მცირედი ტკივილები ან გარკვეველი შეგრძნებები გულის არეში, მსუბუქი ქოშინი დატვირთვების დროს, იშვიათად გულის ფრიალი. გამოკვლევით გულის არეში პათოლოგია არ ვლინდება. პერკუსიითა და რენტგენოსკოპიით გული ნორმალური ზომისაა, ან ზომიერად გადიდებულია; ჩვეულებრივ აღინიშნება მარცხნივ გადიდება, იშვიათად – დიფუზური გაფართოება. აუსკულტაციითა და ფკგ-ით დამახასიათებელია ტონების დამაკმაყოფილებელი ხმიანობა ან პირველი ტონის მცირედი შესუსტება, ზოგჯერ მესამე ტონის, იშვიათად კი მეოთხე ტონის წარმოქმნა, მოისმინება სუსტი სისტოლური შუილი გულის მწვერვალზე და მიტრალური სარქვლის პროექციაზე. არტერიული წნევა ნორმალური ან ზომიერად დაქვეითებულია. ზოგჯერ აღინიშნება ზომიერი ცხელება; ეკგ-ზე: Р კბილისა და QRS კომპლექსის გამსხვილება და დაკბილვა, იშვიათად PQ ინტერვალის გაგრძელება 0,2 წმ-ზე მეტად. რიგ ავადმყოფებთან რეგისტრირდება S – T ინტერვალის მცირედი გადანაცვლება იზოელექტრული ხაზიდან ქვევით და Т კბილის ცვლილებები. იშვიათად აღინიშნება ექსტრასისტოლები, მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა, პარკუჭთაშიგა ბლოკადა, კვანძოვანი რითმი. სისხლმიმოქცევის უკმარისობა პირველადი რევმატიული მიოკრადიტის დროს ვითარდება იშვიათ შემთხვევებში. ცალკეულ ავადმყოფებში ბავშვობის ასაკში აღინიშნება ე. წ. დიფუზური რევმატიული მიოკარდიტი. იგი ვლინდება მიიოკარდის მწვავე ანთებით, გამოხატული შეშუპებითა და ფუნქციის დარღვევით. დაავადების დასაწყისისთანავე ავადმყოფები უჩივიან გამოხატულ ქოშინს, რომელიც აიძულებს მიიღოს ორთოპნოეს მდებარეობა, მუდმივ ტკივილს გულის არეში, გულის ფრიალს. დამახასიათებელია ,,მკრთალი ციანოზი“, კისრის ვენების დაბერვა. გული მნიშვნელოვნად და დიფუზურადაა გაფართოებული, საძგერი შესუსტებულია. ტონები მკვეთრად მოყრუებულია, ხშირად მოისმინება მკაფიო მესამე ტონი (გალოპის პროტოდიასტოლური რიტმი) და გამოხატული, მაგრამ რბილი სისტოლური შუილი. პულსი ხშირია, სუსტი ავსების. არტერიული წნევა მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, შესაძლოა კოლაფსის განვითარება. ვენური წნევა სწრაფად მატულობს, მაგრამ კოლაფსის დროს კი ქვეითდება. ეკგ-ზე აღინიშნება ყველა კბილის ვოლტაჟის შემცირება, S – T ინტერვალის ცვლილება, ატრიოვენტრიკულური ბლოკადა. დიფუზური მიოკარდიტისათვის ძალზე დამახასიათებელია სისხლმიმოქცევის უკმარისობის განვითარება, როგორც მარცხენამხრივი, ასევე მარჯვენამხრივი ტიპის. რევმატიული მიოკარდიტის მოცემული ვარიანტი მოზრდილთა შორის ამჟამად პრაქტიკულად არ გვხვდება. აქტიური მკურნალობის არარსებობისას რევმატიული მიოკარდიტის შედეგი შესაძლოა იყოს მიოკარდული კარდიოსკლეროზი, რომლის გამოხატულება ხშირად ასახავს მიოკარდიტის გავრცელების ხარისხს. კეროვანი კარდიოსკლეროზი არ არღვევს მიოკარდის ფუნქციას. დიფუზური მიოკარდული კარდიოსკლეროზისათვის დამახასიათებელია მიოკარდის კუმშვადი ფუნქციის შემცირების ნიშნები: საძგერის შესუსტება, ტონების მოყრუება, სისტოლური შუილი. ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ვლინდება დეკომპენსაციის ზომიერი ნიშნები: წვივების პასტოზურობა და ღვიძლის მცირედი გადიდება; ხშირად მიოკარდული კარდიოსკლეროზის შერწყმა გულის მანკებთან აღრმავებს მის უარყოფით მოქმედებას ჰემოდინამიკაზე. რევმატიული ენდოკარდიტი, რომელიც წარმოადგენს გულის რევმატიული მანკების მიზეზს, საკმაოდ ღარიბია სიმპტომებით. მისი ნიშნებია: მკაფიო სისტოლური შუილი, ტონების საკმაო ხმიანობა და მიოკარდის გამოხატული დაზიანების ნიშნების არარსებობა. განსხვავებით შუილისაგან, რომელიც დაკავშირებულია მიოკარდიტთან, ენდოკარდული შუილი შესაძლოა იყოს უხეში, ზოგჯერ კი აქვს მუსიკალური ელფერი. მისი ხმიანობა მატულობს ავადმყოფის მდებარეობის ცვლილებისას ან დატვირთვის შემდეგ. ენდოკარდიტის საკმაოდ უტყუარ ნიშანს წარმოადგენს უკვე არსებული შუილების ცვლილებები და, განსაკუთრებით ახალი შუილების წარმოქმნა გულის საზღვრების უცვლელობის დროს. მსუბუქი და საკმაოდ სწრაფად გამქრალი დიასტოლური შუილები, რომელიც მოისმინება ზოგჯერ რევმატიული შეტევის დასაწყისში მიტრალური სარქვლის ან სისხლძარღვების პროექციაზე, ნაწილობრივ შესაძლოა ასევე დაკავშირებულნი იყვნენ ენდოკარდიტთან. ... რევმატიზმი – ფილტვების დაზიანება. რევმატიზმი – თირკმელების დაზიანება. რევმატიზმი – ლაბორატორიული მონაცემები. რევმატიზმი – დიაგნოზი... სრული ინფორმაციის გასაცნობად გადმობრძანდით მოცემულ ბმულზე - http://www.medgeo.net/2009/07/03/rheumatism/ |
რეიტინგი: 4.3/3 |
Счетчики: 4027 | დაამატა: nikucha | |
სულ კომენტარები: 0 | |