გაეცანით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულ მასალებს აქ!
Загрузка...
მთავარი » Онлайн игры » ტექსტი

ორსულობის ნიშნები / orsulobis nishnebi - samedicino seqsologia

center
ორსულობის ყველაზე გავრცელებული ნიშანი იმ ქალებისთვის, რომლებსაც აქვთ რეგულარული ციკლი, არის ციკლის გამოტოვება/ჩავარდნა. ეს ნიშანი ძალზედ არასპეციფიურია, შეიძლება ახასიათებდეს სხვა მდგომარეობებსაც, ამიტომ მხოლოდ ამ მოვლენით ორსულობაზე მსჯელობა არ შეიძლება. მეტიც ორსულობისას ქალს შეიძლება ჰქონდეს მენსტრუაციის მსგავსი მცირე სისხლიანი გამონადენი და შეიძლება მენსტრუაციად ჩათვალოს. ეს სისხლდენა გამოწვეულია საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვით და იმპლანტაციური სისხლდენა ჰქვია. გამონადენს შეიძლება თან ახლდეს მუცლის ტკივილი. იმპლანტაციური სისხლდენა სქესობრივი აქტიდან დაახლოებით მეექვსე-მეთრმეტე დღეს აღმოცენდება.

ორსულობის სხვა ნიშნები:

სისუსტის განცდა, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, დილის სისუსტე. ორსული ქალების დაახლოებით ნახევარს აქვს ეს სიმპტომები.
დაღლილობის შეგრძნება, განსაკუთრებით ძლიერია პირველი ტრიმესტრის (12 კვირის) განმავლობაში
მკერდის ცვლილება – მკერდი ხდება უფრო დიდი და შეიძლება თან ახლდეს ტკივილის შეგრძნება, დაახლოებით ისეთ როგორსაც ქალების ნაწილი განიცდის პრემენსტრუალური სინდრომის დროს. მკერდზე ვენები შეიძლება გამოიკვეთოს, ძუძუსთავები (კერტები) გახდეს უფრო მუქი და მკვეთრი.,
შარდვის გაძლიერება - განსაკუთრებით ღამით.
საკვებისადმი დამოკიდებულების შეცვლა - შესაძლოა ორსულს შეეცვალოს კონკრეტული საკვების მიმართ დამოკიდებულება. მაგ. საკვები რომელიც ადრე უყვარდა ახლა გულისრევის და ზიზღის გრძნობას იწვევდეს და პირიქით, მოუნდეს ის საკვები, რომელსაც ადრე ვერ იტანდა. ეს მდგომარეობა ასოცირებულია ჰორმონების ცვლილებასთან და შეიძლება გაგრძელდეს ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბედნიეროდ უმეტეს შემთხვევაში სიმპტომები მსუბუქდება ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან.
გუნება-განწყობის სწრაფი ცვლილება - ეს მდგომარეობაც ჰორმონულ ცვლილებებს უკავშირდება და ძირითადად გრძელდება პირველი ტრიმესტრის (პირველი სამი თვე) ბოლომდე.
თავის ტკივილი და ზურგის ტკივლი - ორსულები ზოგჯერ უჩივიან ამ სიმპტომებს.
კონსტირპაცია - შეკრულობა
საშოდან გამონადენის გაძლიერება - რომელსაც თან არ ახლავს ტკივილი ან გაღიზიანება
ქალები ზოგჯერ აღწერენ პირში მეტალის გემოს.
სუნების მიმართ გამძაფრებული დამოკიდებულება



ორსულობას შეიძლება ახლდეს თან სხვა სიმპტომებიც რაც იშვიათია, შეიძლება ამ სიმპტომთაგან მხოლოდ რამოდენიმე იყოს გამოკვეთილი ისიც მსუბუქად ან შეუმჩნევლად. ასევე ქალს შეიძლება ჰქონდეს ორსულობის სუბიექტური შეგრძნება და ნიშნები, მაგრამ არ იყოს ფეხმძიმედ.

ყველა შემთხვევაში ორსულობაზე ეჭვის მიტანის დროს საჭიროა მისი ტესტით შემოწმება.

ორსულობის ტესტები (შარდის) იყიდება ნებისმიერ აფთიაქში, ასევე შესაძლებელია სისხლის ანალიზით ქორიონულ გონადოტროპინზე ორსულობის დასადგენად. მნიშვნელოვანია ექოსკოპიური გამოკვლევაც. ორსულობის ტესტებს შეუძლიათ ორსულობის დადგენა დაახლოებით 12-15 დღიდან განაყოფიერების შემდგომ. საერთო ჯამში ეს პერიოდი ემთხვევა სექსიდან 12 – 19 დღეს.

ორსულობის ათვლა იწყება ბოლო მენსტრუაციიდან.

მასალის წყარო: GeoSexMD.Com
რეიტინგი: 3.5/36
Счетчики: 27751 | დაამატა: nikucha | ტეგები: დაორსულება, ფეხმძიმობა, ორსულობის დადგენა, როგორ გავიგო ორსულად ვარ თუ არა?, ორსულობის ტესტი, ორაულობა, ორსულობის ადრეული ნიშნები, ორსულობის ნიშნები
სულ კომენტარები: 18« 1 2
8 მაია-მაია  
0 Spam
გამარჯობათ, გთხოვთ მიპასუხოთ, 5 წელია რაც გავთხოვდი, არასდროს გადაცილებულა ციკლი, ახლა გადამიცდა 8 დგით, ტესტი არ აჩვენებს, არც სისხლის ანალიზმა აჩვენა, მაგრამ თავს ძალიან სუსტად ვგრძნობ, ვერ ვხვდები მიზეზს რატომ უნდა გადაცდენილიყო თუ არ ვარ ფეხმძიმედ, გთხოვთ მიპასუხოთ შეიძლება სისხლის ანალიზი შეცდეს?

7 nanooo  
0 Spam
qalbatono lika erti kitxva maq uxerxuli rogoria janmrteli adamianis sperma? icit chemi qmars rogor gitxrat txeli sperma aq gamchirvalea da eg ushvilobis mizezi xom.ar gaxdeba mipasuxet gtxovt

6 tako  
0 Spam
დაახლოებით ორი კვირაა რაც თავს შეუძლოდ ვგრძნობ,მაქვს სისუსტე დაგლილობა ტკივილი მკერდის არესჰი,გავიკეტე ტესტი სადაც მეორე ხაზი მკრთალად გაწითლდა,შეიდზლება ვიყო ორსულად იქნებ მიტხრატ მკრტალი ხაზი იტვლება ორსულობის ნიშნად?,ამასტანავე მქონდა მუქი მოყავისფრო გამონადენი

5 tako  
0 Spam
joni tako

4 nikucha  
0 Spam
ლოლა არავითარ შემთხვევაში არ გაბედო და არ გაიკეთო აბორტი, თუ ვთქვათ პარტნიორმა შეგაცდინა, ან გაგშორდა, ან ნებისმიერი სხმა მიზეზის გამო არ უნდა შეეწიროს ერთი პატარას სიცოცხლე, ჯობია წახვიდე ეკლესიაში და მოძღვარს გაანდო ან თუ არა გყავს აიყვანო და ჰკითხო ნებისმიერი გამოუვალი სიტუაციიდან მაინც არის კეთილი და სამართლიანი გამოსავალი და გირჩევ რომ გააჩინო ბავშვი და შემდგომ აღზარდო ის მამაო აგიხსნის რა და როგორ, მშობლებსაც დაეკითხე და ერთად, თბილად და ტკბილად აღზარდეთ ბავშვი, შეიძლება ბავშვთა სახლში წაიყვანოთ თუ შესაძლებლობა არა გაქვთ მაგრამ ჩემი დიდი თხოვნა იქნება მოძღვარს გაესაუბროთ და გადაარჩინოთ იმ უცოდველის სიცოცხლე ! ! ! smile

3 lola  
0 Spam
gamarjoba maqvs orsulobis yvela nishani da titqmis darwmunebuli var rom orsuladvar magram es nayopi arasasurvelia da mainteresebs ramdenad dasashvebia 18 wlis asakshi abortis gaketeba ... gtxovt mipasuxot da mirchiot ra sheidzleba rom gavaketo

2 nikucha  
0 Spam
bodishs gixdit imis gamo rom ar maqvs sasurveli informacia tqvens dasmul kitkhvaze pasuxis gasacemad, imedi male gavigeb da aucileblad shegatkobinebt amis shesakheb komentaris saxit ! . . . biggrin

1 ნათია  
0 Spam
გამარჯობათ, შეიძლება თუ არა სისხლის ანალიზით დადგინდეს ორსულობა მანამდე სანამ მმენსტრუაციის მოსვლმადე ანუ წინასწარ სექსიდან დაახლოებით 21 დღის შემდეგ?

1-10 11-18
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]


Загрузка...