6:38 AM
სამარხვო შოკოლადის ბისკვიტი / samarxvo shokoladis biskviti
www.auf.ge -
შემადგენლობა:
3 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
2 ჭიქა წყალი
1 ჭიქა ზეთი
6ს/კ კაკაო
1 შეკვრა გამაფხვიერებელი
მწიკვი მარილი

მომზადების წესი:
მთელი ეს მასა ავურიოთ კარგად ერთმანეთში. სპეციალურ ფორმაში დავფინოთ პერგამენტი ქაღალდი და წავუსვათ მარგარინი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 200 – 250 გრადუს ცელსიუსზე (ბისკვიტის მზაობა შევამოწმოთ ხის პატარა ჯოხით).
ბისკვიტი გავაგრილოთ ფორმაში დაახლოვებით 2 -3 საათის განმავლობაში.

შემდეგ გავჭრათ შუაზე და სურვილისამებრს წავუსვათ ან თაფლი, ან ჯემი ან კიდევ მარგარინზე დამზადებული შოკოლადის კემი, თუმცა გირჩევთ ბისკვიტი კრემის გარეშე მიირთვათ, ძალიან გემრიელი გამოდის.

გემრიელად მიირთვით!


ნანახია: 1285 | დაამატა: nikucha | ტეგები: ფქვილი, სამარხვო კერძების რეცეპტები, ბისკვიტი, შოკოლადი, samarxvo kerdzebis receptebi, biskviti, shokoladi, კაკაო, fqvili, Kakao | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]