7:18 AM
ორლანდო ბლუმი ლიბერიას საქველმოქმედო ვიზიტით ესტუმრა!
www.auf.ge -

ორლანდო ბლუმი საქველმოქმედო ორგანიზაცია UNICEF-ის ერთ-ერთი კეთილი ნების ელჩია. ამ საქმიანობის ჩარჩოებში 38 წლის მსახიობი ლიბერიის დედაქალაქ მონროვიაში ჩავიდა. ორლანდრომ ლიბერიაში ერთი კვირა გაატარა. ის არის პირველი ცნობილი ადამიანი, რომელმაც ებოლას ციებ-ცხელების შემდეგ, აფრიკაში ჩასვლა გაბედა.

„ყოველი ადამიანი, ვინც გავიცანი, მზადაა გაიმარჯვოს ებოლაზე, რათა ნორმალური ცხოვრება კვლავ შესაძლებელი გახდეს,- განაცხადა ბლუმმა რელიგიური და ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.- ეს საზოგადოებები ებოლასთან ბრძოლის ცენტრში იყვნენ და საჭიროა, რომ მათი დახმარება გაგრძელდეს. ისინი, ხომ, დაავადების შემთხვევების ნულამდე დაყვანაში საკვანძო როლს ასრულებენ“.


შეხვედრისას გადაღებული უამრავი სურათი შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე - http://allmovies.ge/orlando-blumi-liberias-saqvelmoqmedo-vizitit-estumra/

 




ნანახია: 1041 | დაამატა: nikucha | ტეგები: ცნობილი ადამიანი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, ორლანდო ბლუმი, ელჩი, ადამიანი, Orlando Bloom, აფრიკა, UNICEF, ებოლა, ლიბერია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]