ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ თავის ვიდეოდიალოგში ინტერნეტმომხმარებლის კითხვებს უპასუხა, რომელთა შორის ერთ-ერთი კითხვა მის იმიჯსაც ეხებოდა. ინტერნეტმომხმარებლის აზრით წვერი კახა კალაძეს ასაკას მატებს და უმჯობესი იქნებოდა რომ მის გარეშე ყოფილიყო.
აღნიშნულ შეკითხვაზე კალაძემ უპასუხა, რომ ახალ იმიჯს მალე შეელევა. „წვერს მალე მოვიპარსავ“ - აცხადებს კალაძე.