ანა კენდრიკმა ჟურნალ Glamour-ის მაისის გამოშვება დაამშვენა. მსახიობმა გაღიმებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და თავის ახალ ფილმზე „იდეალური ხმა 2“ ისაუბრა.
იმის შესახებ, რომ კამერის წინ გაღიმება არ უყვარს: „ყოველ წელს იმედი მაქვს, რომ კამერის წინ უფრო ადვილად გავიღიმები, მაგრამ თანდათან უფრო და უფრო რთული ხდება. იქამდე მივდივარ, რომ ბრიტნი სპირსს ვემსგავსები იმ საშინელი ღიმილით.. ტუჩები – გაწელილი, ხოლო თვალებში – გაყინული საშინელება“.
კომედიის „იდეალური ხმა“ გაგრძელებაზე: „ეს სკოლას მახსენებს… იმდენ დროს ვატარებდით ერთად, რომ, როცა ისევ ერთად შევიკრიბეთ, ყოველ ჩვენგანს ყველა დეტალი ახსოვდა“.