7:11 AM დასაქმების პირველი ქართული ონლაინ-პლატფორმა შეიქმნა | ||||||||||||
|
მუშაობა შესაძლებელია დისტანციურად. განცხადების ავტორსა და დამკვეთს შორის ავტომატურად ფორმდება ელექტრონული ხელშეკრულება, რომელიც არეგულირებს საქმიან ურთიერთობებს. ყველა ფინანსური ოპერაცია სრულდება დაცული ელექტრონული სისტემის საშუალებით. დამკვეთის მიერ გადახდილი თანხა იბლოკება და საიმედოდ ინახება მანამ, სანამ დამკვეთი არ ჩაიბარებს შესრულებულ სამუშაოს. სამუშაოს არასრულყოფილად ან უხარისხოდ შესრულების შემთხვევაში კი დამკვეთს შეუძლია სრულად დაიბრუნოს გადახდილი თანხა. დაინტერესებულ პირებს საშუალება აქვთ შეუკვეთონ ან გააკეთონ განცხადება იმ სერვისის შესრულების თაობაზე რომელიც თავად სურთ. პლატფორმა მორგებულია ნებისმიერ გრაფიკზე და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს არამხოლოდ დასასაქმებელი ადამიანებისათვის, არამედ დამსაქმებლებისთვისაც, რომელთაც დროის დაზოგვა სურთ.
|
| |||||||||||