7:03 AM პირველკლასელთა რეგისტრაციის განრიგი გამოქვეყნდა | ||||||||||||
|
რეგისტრაცია განხორციელდება 3 ეტაპად. I ეტაპის რეგისტრაცია 23 აპრილიდან 4 მაისამდე სკოლებში განხორციელდება. რეგისტრირდებიან მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია; რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებიი მიიღება სკოლაში 5 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით. II ეტაპი - საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება 15 მაისს და გასტანს 9 ივნისამდე. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე. II ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები კი მიიღება 11 ივნისიდან 21 ივნისის ჩათვლით. აღსანიშნავია, რომ პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე II ეტაპის დასრულების შემდგომ, ვაკანტურ ადგილზე მოსწავლის რეგისტრაციის III ეტაპი კი 22 ივნისიდან 11 ივლისამდე გასტანს.
|
| |||||||||||