8:28 AM ჩინელმა მილიონერმა მშობლიური სოფლის მაცხოვრებლები მდიდრული სახლებით დაასაჩუქრა | ||||||||||||
|
ბიზნესმენმა სამხრეთ ჩინეთის ერთ-ერთი სოფელი მთიანად გარდაქმნა. ბულდოზერებმა აიღეს მოძველებული საცხოვრებელი ფაცხები, რომელთა ნაცვლადაც ბიზნესმენის ინიციატივით მდიდრული და კეთილმოწყობილი სახლები აშენდა. 18 ოჯახი კი, რომლებიც თავის დროზე განსაკუთრებული სიკეთით ექცეოდნენ მას შთამბეჭდავი ვილებით დასაჩუქრდნენ. მისი ინიციატივით, ყოველდღე სოფლის ყველა მაცხოვრებელს სპეციალურად გახსნილ სასადილოში უფასოდ სადილობა შეუძლიათ. "მე გამოვიმუშავე იმაზე მეტი ფული, ვიდრე ვფიქრობდი. მე და ჩემი ოჯახისთვის მნიშვნელოვანია არ დავივიწყოთ ჩვენი წარმომავლობა და დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც თავის დროზე გვეხმარებოდნენ ჩვენ" - განაცხადა ინტერვიუში ბიზნესმენმა. შიუაის მშობლიურ სოფელში 4 მილიონი ევროს ღირებულების სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები ჩატარდა. ამ თემაზე სხვა სურათები შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე
მიმაგრება: სურათი 1
|
| |||||||||||