1:09 AM
მაია დოლიძე - არ მიყვარს სადგურები
არ მიყვარს სადგურები, არა! განსაკუთრებით, ავტოსადგურები, რადგან აქ სრულიად გაშიშვლებულია ჩვენი დღევანდელი ყოფა..... გაუსაძლისი სიდუხჭირე..... მიუსაფრობა, სრული დაუცველობა....
გული გეკუმშება, რომ ხედავ ამდენ ბედისა და ქუჩის ანაბარა მიტოვებულ ადამიანს..... მათხოვრები და წვრილმანით მოვაჭრენი თითქმის უფრო მეტნი არიან, ვიდრე ისინი, ვინც აქ გასამგზავრებლად მოსულან..... არ მიყვარს სადგურები.... არა!
არ ვიცი, ჩვენი გაზულუქებული და ცივი, უმოწყალობით გულგაქვავებული საზოგადოება, როდის გამოიღვიძებს და მიხვდება, რომ სანამ მას ჰყავს მიუსაფარი და მშიერ-მწყურვალი, უგულშემატკვროდ მიტოვებული თუნდაც ერთი სულიერი, არა თუ თავმოსაწონებელი აქვს რაიმე, არამედ სირცხვილით კარში თავს ვერ უნდა ჰყოფდეს..... მაგრამ სადაა სირცხვილი?!..ჩვენ შინ და გარეთ მარტო ხელს ვიბრახუნებთ გულზე და ისე მოგვწონს თავი, ისე რომ.....
არ ვიცი, როდემდე და სადამდე ვივლით ასე...არ ვიცი....

მაია დოლიძე


ნანახია: 865 | დაამატა: nikolozqartveli | ტეგები: sadguri, ar miyvars sadgurebi, ar mikvars sadgurebi, ავტოსადგურები, avtosadguri, მაია დოლიძე, არ მიყვარს სადგურები, avtosadgurebi, maia dolidze | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]