წყალტუბოში სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა — დაშავებულია 3 ადამიანი / tsckaltuboshi stscrafi kvebis obieqtshi afetqeba mokhda — dasha
წყალტუბოში, ტაბიძის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ქვეშ არსებულ სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა. დაშავებულია სამი ადამიანი. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება 2401 მუხლით, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს. უწყება აცხადებს, რომ ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები.