6:47 AM
"ოცნების" ხელისუფლების კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდა
www.auf.ge -
"ოცნების" ხელისუფლების კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.

"ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი" არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

სახელმწიფო პროფესიული თეატრი, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სსიპ-ი ანგარიშვალდებულია და აქვს კანონით დაკისრებული მოვალეობა, აღასრულოს მიზნები, რისთვისაც სახელმწიფომ დააფუძნა.

კერძოდ, თეატრში შემოქმედებითი საქმიანობა უნდა ხორციელდებოდეს ისევე უწყვეტად, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისი დაფინანსება ხორციელდება.

საქართველოს კულტურის სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სამწუხაროდ, "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრის" ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ამ ვალდებულებას არ ასრულებდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული უწყვეტი დაფინანსების პირობებში, თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების მანძილზე შეჩერებული იყო.

აქედან გამომდინარე, კულტურის სამინისტრომ, როგორც სსიპ "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" დამფუძნებელმა უწყებამ, მიიღო კანონისმიერი გადაწყვეტილება, სსიპ-ის უწყვეტ და გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი პირის, თეატრის ხელმძღვანელის, დავით დოიაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

.

პ.ს. — გუშინ ახალი თეატრის წინ ვიყავი და ესაა ჩემი აზრი, პირადი კომენტარი ოფიციალური ON.GE-ის მასალის გარეშე.
თეატრი ყველაფრის შესახებ გამოხატავდა საკუთარ აზრს, არასდროს იყო ჩუმი და აპროტესტებდა ყველანაირ უსამართლობას, ამავდროულად ერთ თეთრსაც კი არ იღებდა ქოცური საფულიდან, მათ სპექტაკლებზე სრული ანშლაგი იყო და იღებდნენ მინიმუმ თანხას თეატრს რომ ეარსება და არავის არაფერს სთხოვდნენ. ამ პატიოსანმა კაცმა დავით დოიაშვილმა თავისი სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ დაუშვათ მე და ჩემი განთავისუფლება დიდი არაფერიო, გამოუშვათ უსამართლოდ დაჭერილი სინდისის პატიმრებიო.


ნანახია: 134 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: new theater, ახალი თეატრი, დავით დოიაშვილი, ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური , new theatre, davit doiashvili, qocebis dedis tkvna, akhali teatri, ქოცების დედის ტყვნა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]