4:08 PM
26 აპრილს, უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს, საპროტესტო აქცია-ღონისძიებები გაიმართება
www.auf.ge -
უწყვეტი პროტესტის 150-ე დღეს, 26 აპრილს, 14:00 საათზე "თავისუფლების მსვლელობა — ბრძოლის 150-ე დღე!" გაიმართება.

საპროტესტო აქციის მონაწილეები დიდუბის მეტროსთან შეიკრიბებიან და მსვლელობით საქართველოს პროკურატურასთან მივლენ.

აქციის სლოგანია — "არალეგიტიმური მთავრობა უნდა გადადგეს!"

ამავე დღეს, რუსთაველის გამზირზე, პირველ სკოლასთან, 20:00 საათზე "მსახიობები ლიტერატურისთვის" წარმოგიდგენენ პროექტს "ლიტერატურა პატიმრებისთვის".

პროექტში მონაწილეობენ მსახიობები: ეკა დემეტრაძე, ტასო ჭანტურაია და თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები: ბაია კერესელიძე, მანიუ თავაძე, ქეთი ჯავახიშვილი, ნია გუგავა, ნიკა ჯაფარიძე, ლუკა ჯაფარიძე, დათა ჩაჩუა, სოფიო ზერაგია.

21:00 საათზე გაიმართება მუსიკალური კლიპის პრეზენტაცია — “გავიმარჯვებთ ჩვენ”.
მუსიკა და ტექსტი — არჩილ გიორგობიანი,
ვოკალი — ნოდიკო ტატიშვილი,
კლავიში — არჩილ გიორგობიანი,
გიტარა — ტატო ჯინჯიხაძე,
სოლო გიტარა და ბას გიტარა — იკა გრიშაშვილი,
დრამი - ჯოჯო აბშილავა,
ჩაწერა/მიქსინგი — Noise Harmony Production,
ხმის რეჟისორი — არჩილ ბედიაშვილი,
მონტაჟი — ბესო სოლომანაშვილი,
ოპერატორი — ლევან ლეკიაშვილი.



26 აპრილს დაგეგმილი საპროტესტო ღონისძიებები.


ნანახია: 135 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: აქცია, საპროტესტო აქცია, მიტინგი, აქციები, უწყვეტი აქცია, კლიპი, უწყვეტი მიტინგი, კონცერტი, პროტესტი, უწყვეტი აქციის 150 დღე | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]