2:03 PM
ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება / bidzina ivanishvili blumbergis miliarderta siashi aghar idzebneba
www.auf.ge -

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ის მილიარდერთა სიაში აღარ იძებნება.

შეგახსენებთ, რომ 1-ელ აპრილს Forbes-მა მილიარდერების ინდექსი განაახლა, სადაც ბიძინა ივანიშვილის ქონება 2024 წელს არსებული $4.9 მლრდ-დან $2.7 მლრდ-მდეა შემცირებული.

Forbes-ის მონაცემებით, ივანიშვილის ქონება 2.7 მლრდ-მდე შემცირდა
1-ელ აპრილს უცვლელი იყო ივანიშვილის ქონების შეფასება Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში, სადაც მისი ქონება $7.35 მლრდ-დ იყო შეფასებული. ივანიშვილი, დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ რეიტინგში 421-ე ადგილს იკავებდა.

Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსში 500 ადამიანია თავმოყრილი. დღევანდელი მონაცემებით, ყველაზე დიდ ქონებას Tesla-ს, SpaceX-ის, პლატფორმა X-ის მფლობელი და აშშ-ს მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი ხელმძღვანელი, ილონ მასკი ფლობს. Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მონაცემებით, მისი ქონება 335 მილიარდი დოლარია. სამეულში არიან კომპანია Amazon-ის დამაარსებელი, თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ჯეფ ბეზოსი და Facebook-ის მფლობელი მარკ ზაკერბერგი.




ნანახია: 144 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ბლუმბერგი, borinka, ბიძინა ივანიშვილი, Space X, ბორინკა, ბიზნესი, მოგება, Tesla, bidzina ivanishvili, mogeba, ფორბსი, Forbes, Bussiness, Bloomberg, biznesi, platform x | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]