12:19 PM
"პუტინს ადგილი უნდა მივუჩინოთ" - EU რუსეთის წინააღმდეგ უმკაცრეს სანქციებს აანონსებს
www.auf.ge -
ევროპა რუსეთის წინააღმდეგ ბოლო სამი წლის განმავლობაში ყველაზე მკაცრი სანქციების დაწესებისთვის ემზადება, რომლებიც მიზნად ისახავს სერიოზულად დაასუსტოს ის რესურსები, რაც კრემლს უკრაინის წინააღმდეგ ომის გაგრძელების საშუალებას აძლევს.

როგორც ამის შესახებ TF1 იუწყება, ასეთ განცხადებას ფრანგული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჟან-ნოელ ბარო აკეთებს. მისი თქმით, ახალი შეზღუდვები შეეხება როგორც ნავთობის შემოსავლებზე ზემოქმედებას, ისე ფინანსურ მოთამაშეებს რუსეთის ფედერაციასა და მის ფარგლებს გარეთ:

„ჩვენ გვინდა, რომ ვლადიმირ პუტინი საბოლოოდ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ტრამპმა 30-დღიანი ზავის ინიციატივა წამოაყენა, რუსეთის იერიშები უკრაინის წინააღმდეგ ხუთჯერ გაიზარდა. ეს ვერ გაგრძელდება – ამას წერტილი უნდა დაესვას, - განაცხადა ბარომ.

ბარომ ასევე აღნიშნა, რომ კრემლის მმართველი პუტინი სამხედრო ფრონტზე პროგრესს ვეღარ აღწევს და მხოლოდ საცხოვრებელ რაიონებზე „რაკეტებისა და უპილოტოების წვიმით“ შემოიფარგლება, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობის შორის უამრავი მსხვერპლი მოჰყვება.

„ჩვენ ვაპირებთ, ადგილი მივუჩინოთ მას“, – აღნიშნა ბარომ.


ნანახია: 52 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: რუსეთის დედის ტყვნა, მკაცრი სანქციები, სანქცია, საქართველო, ქოცების დედის ტყვნა, პუტინის დედის ტყვნა, უკრაინა, სანქციები, საქართველოს გამარჯვება, უკრაინის გამარჯვება, ევროკავშირი, ევროინტეგრაცია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]