თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკლელობის ოქროს მოწმე დუმილს სასამართლოში დაარღვევს
რა მოხდა საგარეჯოში, სახლში, საიდანაც აჭარის მთავრობის ექს-მეთაური მძიმე ჭრილობით კლინიკაში აღმოჩნდა და კიდევ ვინ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე? - თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკლელობის ოქროს მოწმე, ალექსანდრე ახვლედიანი დუმილს სასამართლოში დაარღვევს. ამის შესახებ ინფორმაცია დაკავებულის ადვოკატმა ჟურნალისტებს იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მიაწოდა - "პროცესზე უფრო მეტს შეიტყობთ".
ლალი აფციაურმა დაადასტურა ისიც, რომ მძიმედ დაჭრილი რიჟვაძე კლინიკაში სწორედ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა გადაიყვანა. ადვოკატმა თქვა, რომ სასამართლო სხდომაზე, რომელიც ჯერ უცნობია, როდის ჩაინიშნება, დაცვის მხარე გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.
ზეპირი და სოციალურ ქსელშ გავრცელებული ინფორმცია არაფერს არ ნიშნავს. პროცესზე უფრო მეტს შეიტყობთ. ერთი შემიძლია გითხრათ, დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია ეს არის ბატონი ალექსანდრეს დამსახურება, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედდა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა - წამები წყვეტდა ამ სიტუაციას, ამიტომ არ დაიბნა და დროულად შენარჩნდა მისი სიცოცხლე. ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვთ".- განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ოფიციალური ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა 7 ივლისს სცადა - შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რიჟვაძეს გულმკერდის არეში ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა.
თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსი ალექსი ახვლედინია დაკავებული. ის ახლა ბრალის წარდგენას ელოდება.
გელა გელაძის უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში არაფერია საუბარი წერილზე, სადაც სამთავრობო მედიის ცნობით, "თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობის წინ წერილი დატოვა და ივანიშვილს ოჯახის დაცვა სთხოვა". ამ წერილთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი აქვს ოპოზიციას.
ასევე, წერილის პოვნას და წარმომავლობას არ ადასტურებს არცერთი კლინიკა.