10:32 AM
IPN: გონიოში, მშენებარე კორპუსის ხარაჩოს ჩამონგრევას 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა
www.auf.ge -
17 ივლისს, გონიოში, მშენებარე კორპუსის რკინის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად, 30 წლამდე კაცი დაშავდა. დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

დღეს, ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, დაშავებული კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.

დაშავებული კაცის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ოჯახის წევრები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვდნენ. უფლებადამცველ თამაზ ბაკურიძეს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახალგაზრდა კაცს სამკურნალოდ დაუყოვნებლივ თურქეთში ესაჭიროებოდა გადაყვანა, რისი ხარჯების ანაზღაურებაზეც შემთხვევის ადგილას მომუშავე კომპანია "ნექსტმა" არანაირი პასუხისმგებლობა არ აიღო

“სასწრაფო მიმართვა საზოგადოების, მედიისა და სახელმწიფოსადმი!

დღეს გონიოში საშინელი შემთხვევა მოხდა — ჩამოინგრა სამშენებლო ხარაჩო, რის შედეგადაც მძიმედ დაშავდა ახალგაზრდა მამაკაცი. დაზარალებულის მშობლის ინფორმაციით, შვილი ამ წუთას კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. მშობელი ატირებული დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ შემთხვევის ადგილას მომუშავე კომპანია "ნექსტი" არავითარ პასუხისმგებლობას არ იღებს — არ გაჩერებულან არც საავადმყოფოში, არ უკითხავთ, როგორია ბავშვის მდგომარეობა ან რისი გაკეთება შეუძლიათ.

ოჯახის ინფორმაციით, ბავშვის გადარჩენის ერთადერთი შანსია გადაყვანა თურქეთში სპეციალიზებულ კლინიკაში. თუმცა საჭირო რესურსები არ აქვთ და დაუყოვნებლივ საჭიროებენ სახელმწიფოს, მედიის და საზოგადოების ჩარევას, რომ პროცესი არ დაგვიანდეს.

ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტრაგედია — ეს არის ჩვენი საერთო მორალური გამოცდა. გვმართებს, არ დავტოვოთ ისინი მარტო ამ სირთულეში," — ვკითხულობთ განცხადებაში.


ნანახია: 44 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: მშენებლობა, უბედური შემთხვევა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, მერია, გონიო, გარდაცვალება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]