10:48 AM
რუსეთიდან დეპორტირებული უკრაინელები საქართველო-რუსეთის საზღვარზე არიან ჩარჩენილი
www.auf.ge -
რუსეთის მიერ დეპორტირებული თითქმის 60 უკრაინელი რუსეთ-საქართველოს საზღვარზეა ჩარჩენილი და იძულებულნი არიან სარდაფში იცხოვრონ, რადგან უკან დაბრუნების ნებართვა არ აქვთ. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მათ შორის არიან როგორც ყოფილი პატიმრები, რომლებიც რუსეთმა უკრაინის ციხეებიდან რუსულ კოლონიებში გადაიყვანა, ასევე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლები. ერთადერთი გამოსავალი უკრაინაში საქართველოსა და მოლდოვას გავლით დაბრუნებაა. თუმცა, ადამიანის უფლებათა დამცველების თქმით, ივლისის დასაწყისიდან ეს მარშრუტიც დაკეტილია.

BBC-ის ცნობით, ივნისში დაახლოებით 30-მა ადამიანმა სარდაფი ამ მარშრუტით დატოვა. მას შემდეგ, რაც საქართველომ დაადასტურა, რომ ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან, მათ ქვეყანაში გასვლის უფლება მისცეს. ისინი პოლიციის ესკორტით თბილისის აეროპორტში წაიყვანეს, საიდანაც კიშინიოვში გაფრინდნენ, ხოლო იქიდან ავტობუსით ოდესაში გაემგზავრნენ. მაგრამ, მომდევნო ჯგუფს (სამ ადამიანს) გამგზავრებამდე ცოტა ხნით ადრე უთხრეს, რომ ისინი ვერ გაფრინდებოდნენ — მოლდოვამ მათ გავლაზე უარი უთხრა.

"უკრაინის პატიმართა დაცვის" ორგანიზაციის იურისტის, ანა სკრიპკას თქმით, მიზეზი წარსულში ოთხი ე.წ. "თეთრი პასპორტის" მფლობელი გახდა — ეს არის უკრაინის საელჩოს მიერ გაცემული ცნობები, რომლებიც საშუალებას აძლევს ადამიანებს დაბრუნდნენ უკრაინაში. ამ პირებმა დატოვეს საქართველო, თუმცა ოდესამდე ვერ მივიდნენ.

"მოლდოვაში ჩასულები პოლიციელებმა ავტობუსში ჩასვეს, მაგრამ შემდეგ მათ გზა დამოუკიდებლად განაგრძეს. ზოგმა ეს ვერ შეძლო .აი, ეს იყო პრობლემა. მათ არ ჰქონდათ მოლდოვაში ყოფნის უფლება, არც დოკუმენტები ჰქონდათ, გარდა სერტიფიკატისა, რომელიც უკრაინაში დასაბრუნებლად იყო გაცემული. არა მოლდოვისთვის, არამედ მხოლოდ უკრაინისთვის," — ამბობს სკრიპკა.

BBC-ის ინფორმაციით, ოფიციალური განცხადება ამ დროისთვის არც ბერთ მხარეს გაუკეთებია, თუმცა უფლებადამცველების ცნობით, უკრაინის საკონსულო თბილისში მოლდოვის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.


ნანახია: 43 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: saqartvelo, Ukraina, duck dicktatorial regime, love, Moldova, საქართველო, უკრაინა, fuck putin, Peace, მოლდოვა, ukraine, fuck russia, georgia, sakartvelo, european union | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]