4:59 PM
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამჟამად უკრაინას 10 საჭირო Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან შეთანხმება სამზე აქვს
www.auf.ge -
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ივლისს მედიისთვის მიცემულ კომენტარში განაცხადა, რომ ქვეყანას ამჟამად 10 საჭირო Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემიდან შეთანხმება სამზე აქვს. გარდა ამისა, მისი თქმით, არმიისთვის რაკეტები, დრონები, ელექტრონული ომის სისტემები და სტაბილური დაფინანსებაა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

"რაკეტების საკითხზე ვმუშაობთ, რაკეტები გვაქვს. ჯერ კიდევ ვიბრძვით წარმოების ლიცენზიისთვის. მნიშვნელოვანია, რომ გერმანიაში ჩნდება მოედანი", — აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ სისტემების უკრაინისთვის გადაცემასთან დაკავშირებით შეთანხმება დადო, თუმცა ეს მოხდება გაყიდვის გზით, რაც ნიშნავს, რომ ამ სისტემისთვის თანხები უკრაინამ თავად უნდა მოიძიოს.

"სამი უკვე გვაქვს. ორი სისტემისთვის გერმანიიდან ოფიციალური დასტური მივიღე, ერთისთვის კი ნორვეგიიდან. ამჟამად ნიდერლანდელ პარტნიორებთან ვთანამშრომლობთ", — განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას წელიწადში 40 მილიარდის ბიუჯეტური დეფიციტის დაფარვა სჭირდება, ხოლო ადგილობრივი დრონების წარმოებისთვის დამატებით 25 მილიარდი დოლარია საჭირო.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ Patriot-ის სისტემები უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცემა, თუმცა გერმანულმა მედიამ დაწერა, რომ პირველი სისტემა უკრაინაში 2026 წლის გაზაფხულზე ჩავა.


ნანახია: 61 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: აშშ, უკრაინა, USA, ფრიდრიხ მერცი, volodimir zelensky, Germany, ვოლოდიმირ ზელენსკი, ukraine, გერმანია | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]