1:34 PM
პაატა ბურჭულაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება. ბურჭულაძის განცხადებით, "4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი,
www.auf.ge -
პაატა ბურჭულაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურება. ბურჭულაძის განცხადებით, "4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე". "ამ განცხადების ადრესატი არ არის არცერთი პოლიტიკური პარტია და არცერთ პოლიტიკოსი და ამიტომაც მივმართავ მის უდიდებულესობას, ქართველ ხალხს. 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს გათავისუფლებას. ივანიშვილს უნდა ჩამოვართვათ უკანონოდ მითვისებული ძალაუფლება და დავუბრუნოთ ხალხს. 4 ოქტომბერი არ იქნება უბრალოდ პროტესტის თარიღი, ეს იქნება ისტორიული გამარჯვების დღე. ასე რომ 4 ოქტომბერი ცხადდება ივანიშვილის მშვიდობიანი დამხობის დღედ. მოემზადე საქართველო. ბრძოლა ბოლომდე," — განაცხადა პაატა ბურჭულაძემ. ცნობისთვის, გუშინ, კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ "რევოლუცია არის ბუნებრივი პროცესი, სადაც იდეისთვის მებრძოლი ხალხის ბრძოლა რაღაც მომენტში აღწევს კულმინაციას". ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შემდეგ დასძინა, რომ ვინც წინასწარ რევოლუციის თარიღებს აცხადებს "უბრალოდ კომიკური მატყუარა, სასარგებლო იდიოტი ან ქოცი და სუსია".


ნანახია: 82 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ოპოზიცია, on.ge, რევოლუცია, bidzina ivanishvili, paata burchuladze, Revolution, opozicia, ბიძინა ივანიშვილი, revolucia, პაატა ბურჭულაძე, ელენე ხოშტარია, elene khoshtaria | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]