YouTube და Google-ის სხვა სერვისები შეფერხებით მუშაობს / გათიშულია
Google-ის სერვისები რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, შეფერხებით მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალური ქსელის მომხმარებლებიც ავრცელებენ და წერენ, რომ საძიებო სისტემით, Gmail-ით და Google-ის სხვა სერვისებით ვერ სარგებლობენ.
შექმნილი შეფერხება Downdetector-ზე მოცემული დიაგრამითაც დასტურდება, რომელიც ბოლო 24 საათში ხარვეზების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშებს ასახავს.
ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია შეფერხება.
Google მოიცავს ისეთ პლატფორმებს, როგორიცაა Gmail, YouTube, Google Maps, Google Talk, Google+, Chrome, მათ შორის Android-ის მობილური აპლიკაციების მაღაზიას Google Play-ს, აგრეთვე სარეკლამო პლატფორმებს Adwords-სა და Adsense-ს.