1:23 PM
ფონიჭალაში 34 512 აბი "მეთადონი" ამოიღეს — 58 წლის კაცს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
www.auf.ge -
თბილისში უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკული საშუალება — 34 512 აბი "მეთადონი" ამოიღეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, ეს ყველაზე დიდი რაოდენობის "მეთადონის" აბებია, რაც პოლიციას აქამდე ამოუღია.

“მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე სამართალდამცველებმა, ქალაქ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩაატარეს, წარსულში ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი, 1967 წელს დაბადებული ე.ფ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რის შედეგადაც სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები — "მეთადონის" აბები, ასევე "ჰეროინის", "მორფინისა" და "კოდეინის" შემცველი 2 ლიტრამდე სითხე.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოტანილია დადგენილება ბრალდებულის სახით ე.ფ-ს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ.

დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", — ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 148 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: ნარკოტიკები, კოკაინი, შსს, ნარკო, ნარკომოვაჭრე, ნარკოდანაშაული, მეთადონი, ჰეროინი, მოსაწევი | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]