1:28 PM
ანი ქავთარაძე სარფის საბაჟოზე $19 000-ის ჩამორთმევის გამო სამართლებრივ დავას იწყებს
www.auf.ge -
კოალიცია ცვლილებებისთვის წევრს, ანი ქავთარაძეს სარფის საბაჟოზე 19 000 დოლარი ჩამოართვეს. ამის გამო ის სასამართლო დავას იწყებს.

"ტვ პირველთან" საუბრისას ქავთარაძე ამბობს, რომ ამ თანხით ოჯახს ავტომობილის შეძენა სურდა, რომელიც მისი პირადი ავტომობილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა მიღებული. ერთ-ერთმა პროპაგანდისტულმა მედიამ კი გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ ფულით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საპროტესტო აქციების დაფინანსებას გეგმავდა.

როგორც ანი ქავთარაძე ამბობს, 2 სარჩელი მომზადდება: ერთი, რომლითაც მოითხოვს თანხის დაბრუნებას, მეორით — ზიანის ანაზღაურებას, რომელიც მიადგა მის 3 არასრულწლოვან შვილს, რომლების სარფის საბაჟოზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, 5 საათი მოსაცდელში ჰყავდათ შეყოვნებული და არ უმარტავდნენ რატომ ჰყავდათ ანი ქავთარაძის ქმრის კუთვნილი ავტომობილი შეყოვნებული.

მომხდართან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურმა ინფორმაცია 29 აგვისტოს გაავრცელა. შს-ის განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები ანი ქავთარაძე, მხოლოდ მის ქმარს იხსენიებენ ინიციალებით და წერენ, რომ "შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაჟო საზღვარზე განახორციელოს ყველა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის გადამტანი/მიმღები პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამულ მოდულებში".

უწყების ცნობით, "სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის, მებაჟე ოფიცრის მიერ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მოხდა საქართველოს მოქალაქის ბ.მ-ს და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის შეჩერება.

საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, უფლებამოსილმა პირმა, ეჭვის საფუძველზე, განახორციელა მძღოლთან ინტერვიურება/გასაუბრება, (ინტერვიურების პროცესი ასახულია სამხრე კამერის ჩანაწერებში). აღნიშნული გასაუბრებისას, მძღოლმა განაცხადა, რომ არ გადაადგილებდა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელს. ავტომობილის, ბარგის და ხელბარგის დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილი იქნა სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ნაღდი ფულის სახით უცხოური ვალუტა — 19 100 აშშ დოლარი. ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით 51 508,88 ლარი.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საბაჟო საზღვარზე განახორციელოს ყველა კონტროლის ღონისძიება, მათ შორის 30 000 ლარზე მეტი ნაღდი ფულის — ეროვნული და უცხოური ვალუტის, ჩეკების და სხვა ფასიანი ქაღალდების გადამტანი/მიმღები პირების იდენტიფიცირება და აღრიცხვა შესაბამის პროგრამულ მოდულებში.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის II ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით შეეფარდა არადეკლარირებული ნაღდი ფულის ჩამორთმევა.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს და არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, რომლის მიზანიც არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", — ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


ნანახია: 147 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: უსამართლო ნაბოზვრების დედის ტყვნა გ, sarfis sabajo, ana kvtaradze, სარფის საბაჟო, შემოსავლების სამსახური, ანი ქავთარაძე, კოალიცია ცვლილებისთვის | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]