1:32 PM
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო
www.auf.ge -
მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

განაჩენის გამოცხადებამდე მჭედლიშვილმა განაცხადა, რომ უნდა შეფასდეს თუ რატომ არ არის საქმეში ნეიტარული მტკიცებულებები — მოსამართლეებმა იგივე მიზეზები დაასახელეს გიორგი ახობაძის და თედო აბრამოვის გამამართლებელი განაჩენების გამოტანისას.

"მართალია, ნიკა კაციამ ოქმზე ხელმოწერით დაადასტურა ოქმის სისწორე, მან განმარტა, რომ ცარიელ ოქმზე მოაწერინეს ხელი... დაცვის მხარე ასევე უთითებს, რომ ნეიტრალური მოწმე არსებობდა ტაქსის მძღოლის სახით. ამიტომ სასამართლო მსჯელობს, არსებობდა, თუ არა ნეიტრალური მტკიცებულების მოპოვების შესაძლებლობა," — განაცხადა თამარ მჭედლიშვილმა. (ტექსტი "რადიო თავისუფლება")

შეგახსენებთ, პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული გიორგი ახობაძის, თედო აბრამოვისა და ნიკა კაციას საქმეში არ არსებობდა ნარკოტიკების ამოღების კადრები და ჩხრეკას "ნეიტრალური პირი" არ ესწრებოდა.

“ვერ ვიტყვი , რომ სამართლიანი განაჩენია, რადგან უკანონოდ მამყოფეს. უკანონოდ რომ მამყოფეს, მაგის ნიშანია ის პატარა გამარჯვება, რომელიც გიორგი ახობაძეს ჰქონდა. პირველი შემთხვევაა, როდესაც ვნერვიულობ, რადგან თავს უხერხულად ვგრძნობ, რადგან ბიჭებზე ვნერვიულობ. ყველაზე, ვისაც მიუსაჯეს. ჩემ კოლეგა მზია ამაღლობელზეც.

ყველაფერი ჩალაგებული მაქვს, ყველაფერი გამზადებული მაქვს, ზუსტად ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა. ყველაფერი ჩალაგებული მაქვს. არ გავჩერდები, ვიდრე არ დავიხსნით! მედიამ საუკეთესო მაგალითი აჩვენა,” — ნიკა კაციას პირველი კომენტარი მედიასთან საუბრისას.

პროევროპულ აქციებში მონაწილეობისთვის დაკავებულ კაციას სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით ედავებოდნენ, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას ითვალისწინებს. კაციას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებოდა.


ნანახია: 145 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: თავისუფლება, სინდისის პატიმრები, თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ნარკოტიკები, ნიკა კაცია, ნარკოდანაშაული, თამარ მჭედლიშვილი, სინდისის პატიმარი, ნიკუშა ბედნიერი კაცია, მოსამართლე, სასამართლო | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]