8:46 PM
დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ავსტრალიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარა
www.auf.ge -
21 სექტემბერს, დიდმა ბრიტანეთმა, ავსტრალიამ და კანადამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარტერმა X-ზე დაწერა: "დღეს გაერთიანებული სამეფო ოფიციალურად აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს, რათა პალესტინელებისა და ისრაელელების მშვიდობისა და ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის იმედი განვაახლოთ". მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება "ჰამასისთვის ჯილდო არაა" და დაჯგუფებას მომავალში ადგილი არ ექნება არც მთავრობაში და არც უსაფრთხოებაში.

კანადა გახდა პირველი "დიდი შვიდეულის" ქვეყანა, რომელმაც პალესტინა აღიარა. ავსტრალიამ მალევე მიჰყვა ამ ნაბიჯს და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება "ორი სახელმწიფოს გადაწყვეტის საერთაშორისო ძალისხმევის ნაწილია". საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებს მსგავსი გადაწყვეტილება მომავალ კვირაში ელოდებათ.

"კანადა აღიარებს პალესტინის სახელმწიფოს და სთავაზობს პარტნიორობას, როგორც პალესტინის სახელმწიფოსთვის, ასევე ისრაელის სახელმწიფოსთვის მშვიდობიანი მომავლის შექმნაში.

პალესტინის სახელმწიფოს აღიარება აძლიერებს მშვიდობიანი თანაარსებობისა და ჰამასის დასასრულის მსურველებს. ეს არანაირად არ ამართლებს ტერორიზმს და არც ჯილდოს წარმოადგენს. გარდა ამისა, ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება კანადის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის სახელმწიფოს, მისი ხალხისა და მათი უსაფრთხოების მიმართ – უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც საბოლოო ჯამში მხოლოდ ორი სახელმწიფოს ყოვლისმომცველი გადაწყვეტის მიღწევით არის შესაძლებელი," — წერს კანადის პრემიერმინისტრის, მარკ კარნი განცხადებაში.


ნანახია: 93 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია, palestina wins, პალესტინა, avstralia, კანადა, australia, ჰამასი, hamasi, great britan, Palestina, didi britaneti, Hamas, kanada, Canada | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]