1:17 PM
"ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს!" — სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე
www.auf.ge -
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს ეხმაურება, რომელთა მიხედვითაც ენმ-სა და მასთან აფილირებული პარტიებს უნდა შეეზღუდებათ პოლიტიკური საქმიანობა და მკაცრდება სასჯელი აქციაზე ნიღბის ტარებისა და პოლიციელის დაუმორჩილებლობისთვის.

"ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში. ადმინისტრაციული ბრალდებები ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა", — წერს სალომე ზურაბიშვილი.

უფრო კონკრეტულად, აქციაზე სახის ნიღბით დაფარვა დაისჯება 5-დღიანი პატიმრობით; აქციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება — 60-დღიანი პატიმრობით; ამ ქმედების განმეორებით ჩადენა — 1 წლამდე პატიმრობით, მესამედ ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობით; პოლიციელის დაუმორჩილებლობა — 1 წლამდე პატიმრობით, განმეორებით ჩადენა — 2 წლამდე პატიმრობით.

საკანონმდებლო ცვლილებები სრულად ნახეთ აქ:

ნიღბის ტარებაზე 15-დღიანი პატიმრობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე — პატიმრობა — "ოცნება" კანონებს ამკაცრებს


ნანახია: 71 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: სალომე ზურაბიშვილი, ქართული ოცნება, უსამართლო ნაბიჭვრები, ქოცობა ტეხავს, ქოცები, საკანონმდებლო ცვლილება, ქოცების დედის ტყვნა | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]