მიხეილ ყაველაშვილმა 70 პირი შეიწყალა / mikheil kavelashvilma 70 piri sheitsckala
მიხეილ ყაველაშვილმა, სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით 70 პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
შეწყალება შეეხო 42 არასაპატიმრო და 24 საპატიმრო სასჯელის მქონე პირს, ხოლო 4 პირს მოეხსნა ნასამართლობა.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ჩემი პირადი კომენტარი — სინდისის პატიმრები არ ცნობენ მიხეილ ყაველაშვილს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ცხადია, არანაირი შეწყალებაც არ იქნება მათთვის, მაგრამ ისინი ბოლომდე მებრძოლი სინდისითა და სამართლიანობით სავსე, პატივცემული თავისუფალი მოქალაქეები არიან და ღმერთმა იცის ვინები არიან ის ადამიანები ვინც ან სთხოვეს შეწყალება, ან არაფერი, უბრალოდ უთხრეს, გაუხარდათ და გამოვიდნენ, შესაძლოა არც არაფრის გათვალისწინებით, უბრალოდ მოგვცემ ხმას შემდეგ არჩევნებზე, მანამდე მეზობლების გულები მოთაფლეთო და კიო ნათესავებმა, შესაძლოა რამოდენიმე შემთხვევით გაეპარათ მართლა შესაქები ადამიანი, არც ესაა გამორიცხული, მაგრამ ძალიან მცირე, ჩემი აზრით 2-3 დაახლოებით, ან ესაც არ.. ღმერთმა იცის.. არავისზე არ მინდა წინასწარ უინფორმაციოდ ცუდად მოხსენიება. ქოცები კი აბსოლუტურად რაც კი მწარე და მძიმე და საშინელია, ყველაფრის ღირსები არიან. მოკლედ გაანთავისუფლეს ადგილები რომ პატიოსანი მომიტინგეები დაიჭირონ უსამართლო, განუვითარებელი ერთუჯრედიანი, დაჰიპნოზებული, ჩვენზე დაგეშილი პოლიციის ფორმაში გამოწყობილმა გამყიდველმა მონებმა.