12:38 PM
რეჟისორი გიორგი თავართქილაძეს მოსამართლემ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა
www.auf.ge -
რეჟისორი გიორგი თავართქილაძე მოსამართლემ სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა.

შსს-ს წარმომადგენელი თვლიდა, რომ რაკი გიორგი თავართქილაძე თავად მივიდა პოლიციაში, მის მიმართ სასამართლო სიტყვიერი გაფრთხილებით უნდა შემოფარგლულიყო. გიორგი თავართქილაძე კი ითხოვდა, რომ ისევე დაესაჯათ, როგორც მისი მეგობრები.

"ეს თქვენი კანონი არ არის თავსებადი არც ევროკონვენციასთან, არც კონსტიტუციასთან. თქვენ წარმოადგენთ არალეგიტიმურ შსს-ს, მაინტერესებს, რა განცდა გაქვთ? გესაუბრებით, როგორც პიროვნებას. როდესაც მე დამირღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, შემომაზილეს კანონი, რომლითაც შემიზღუდეს უფლება, ვარსებობდე, როგორც მოქალაქე, რას ფიქრობთ ამაზე?

მოვითხოვ, დავისაჯო ისე, როგორც დაისაჯნენ ჩემი მეგობრები, იმისთვის, რომ გააკეთეს ის, რაც მე გავაკეთე. იმავეს ვაპირებ დღესაც. მე ვაპირებ ავიყოლიო ხალხი, გავხდე ბევრი და დავასრულო ეს რეჟიმი, ჩემს ხალხთან ერთად", — თქვა გიორგი თავართქილაძემ (კომენტარს "ნეტგაზეთი" ავრცელებს).

ამ სიტყვების გამო მოსამართლემ თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და გიორგი თავართქილაძე 100 ლარით დააჯარიმა.

21 ოქტომბერს რეჟისორი გიორგი თავართქილაძე განყოფილებაში საკუთარი ფეხით მივიდა და განაცხადა, რომ გზას კეტავდა და დააპატიმრონ.

"ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ მოვიდე ამ დაწესებულებაში, რომელსაც პოლიციას ვეღარ ვუწოდებ, თვითმარქვია პოლიცია, არალეგიტიმური სტრუქტურაა, და მათ უნდა ვუთხრა, რომ ჩემი მეგობრები და ჩემი თანამებრძოლები როგორც დააკავეს და დაატყვევეს, დამატყვევონ ზუსტად იგივენაირად, იმიტომ რომ გუშინაც, გუშინწინაც, დღესაც მე ვკეტავდი ამ გზას და რატომღაც ჩემთან არ გამოჩნდნენ და ამიტომ, მე მოვედი ახლა მათთან", — განაცხადა თავართქილაძემ "ფორმულას" ეთერში.


ნანახია: 77 | დაამატა: nikadzam0808 | ტეგები: rejisori, george tavartqiladze, giorgi tavartqiladze, გიორგი თავართქილაძე, Director, george tavartkiladze, giorgi tavartkiladze, რეჟისორი, უსამართლო სასამართლო, უსამართლო მოსამართლე, სიტყვიერი გაფრთხილება | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]